მოდის კვირეულზე ''ლილოს'' მაისურით - ''გეები გიჟდებიან ჩემზე''

დომენიკ მანგო - ეს იმ ადამიანის სახელი და გვარია, რომელიც წელს მოდის კვირეულზე გამოჩნდა მაისურზე წარწერით: ''ლილო''. ეპატაჟური ახალგაზრდა ამბობს, რომ ეს მისი მინიმუმი არ არის და სხვა დროს უარესი რაღაცები ჩაუდენია. ინტერვიუ საკმაოდ უცნაურად წარიმართა. საინტერესო მაისურით დაწყებული საუბრიდან, მოულოდნელად სექსუალური უმცირესობების თემაზე გადავიდა.

- მე კოკა ვარ, თუმცა ამ სახელს უკვე წლებია, აღარავინ მეძახის. დღეს მანგო ვარ, პროდიუსერი, ვაფინანსებ ახალგაზრდებს, რომლებსაც ხელოვნების სფეროში ამბიცია გააჩნიათ.

- მოდის ბიზნესში როგორ მოხვდი?
- კერვა ჩემი სამოყვარულო საქმეა და მიმაჩნია, რომ ტანსაცმლის მოხდენა არა ფასზე, არამედ გემოვნებაზეა დამოკიდებული. ბევრი წელია, რაც მოდასთან მაქვს შეხება, ძალიან ბევრს ვიცნობ ამ სფეროში. კარგად ვიცი, რა ხდება შიდა სამზარეულოში და რას ხედავს ხალხი გარეთ. სინამდვილეში ყველაფერი, რაც აქამდე მოვიდა, დაცინვისა და ქილიკის შედეგია. ის ადამიანები, რომლებისთვისაც რატომღაც უბრალოება შეურაცხყოფაა, ირონიული ტონით ფარავენ საკუთარ კომპლექსებს. სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ მაისურმა ''ლილო'' თავისი სათქმელი ძალიან კარგად თქვა.

- მოდის კვირეულზე რა სტატუსით იყავი?
- მე არ ვარ დიზაინერი და არც მაქვს პრეტენზია, რომ შემდგარი დიზაინერი
ვიყო. სამოყვარულო დონეზე ვკერავ, მყავს კონტრაქტორი ატელიე, რომელიც ჩემს დაკვეთებს ასრულებს. მოდის კვირეულზე სტუმრის სტატუსით ვიყავი, ყოველ წელს ასე ვარ. ჩემი რეალური საქმე პროდიუსირებაა. მომწონს ამბიციური და ენერგიული ახალგაზრდები, ხელს ვუწყობ.

წაიკითხეთ  სრულად