რა ასაკში გელოდებათ წარმატება, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი – ახალგაზრდობაში გამოირჩევა თანატოლებისგან. აქტიურად ცდილობს მიიპყროს საპირისპირო სქესის ყურადღება.

კურო – დაახლოებით 34-37 წლის ასაკიდან აღწევს სრულყოფილებას. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ხშირად იმატებს წონაში და ზარმაცდება.

ტყუპი – ყოველთვის ფორმაშია, თუმცა სიყმაწვილის წლებში მეტად ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.

კირჩხიბი – მას შემდეგ იძენს მისი ცხოვრება სრულფასოვან აზრს, როცა ოჯახს ქმნის და ხდება დედა (მამა).

ლომი – ასაკის მატებასთან ერთად ემატება სიბრძნე, ძალაუფლება და გამოცდილება. როგორც წესი, ხანდაზმულ ასაკში ბრწყინავს.

ქალწული – ბავშვობაში სუსტი ჯანმრთელობა აქვს, დიდ ასაკში მაშინ, როცა სხვები ცხოვრებისგან იღლებიან და ბერდებიან, თინეიჯერულად გამოიყურება.

სასწორი – ყოველთვის მომხიბვლელია, მაგრამ არასოდეს გამაღიზიანებელი. შესაძლებლობების მაქსიმუმს პარტნიორის ყოლის შემთხვევაში ავლენს ან როცა შეყვარებულია.

მორიელი – თუკი ექსტრიმის სიყვარულით სასიცოცხლო წლები თავად არ შეიმოკლა, ხანდაზმულ ასაკში აღწევს დიდ ცოდნას და ძალაუფლებას.

მშვილდოსანი – არასოდეს იზრდება. სულით ბავშვურია და ეს არის მისი მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლო.

თხის რქა –
წლებთან ერთად ახალგაზრდავდება. ხშირად უღიმღამო და უფერული მოზარდია. დიდ ასაკში კი გასაოცარი შარმის მატარებელი ხდება.

მერწყული – აბსოლუტურად გულგრილია იმიჯისა და სტატუსების მიმართ. თუ ისე მოხდა, რომ ასაკში წარმატება ეწვია, სხვებთან დამოკიდებულებას არ იცვლის.

თევზები – თავიდანვე ირჩევს დინებას გაჰყვეს თუ მის საწინააღმდეგოდ ცურვა შეძლოს. თუკი ნებისყოფას დაძაბავს, წარმატების მიღწევაც შეუძლია ხანდაზმულ ასაკში.



წყარო - galanews.ge