რატომ არ იღიმება უმა ტურმანი - მსახიობი საიდუმლოს ამხელს

არც თუ ისე ბევრმა იცის, რატომ ერიდება ჰოლივუდის 45 წლის მსახიობი და კვენტინ ტარანტინოს მუზა, უმა ტურმანი კადრს მიღმა გაღიმებას.

უცხოურ მედიაში ხშირად წერენ, რომ ტურმანს დაბერებისა და ნაოჭების გაჩენის ეშინია, ამიტომაც ღიმილზე უარს ამბობს. თუმცა, მსახიობმა ჟურნალ Hello!-სთან მიცემულ ინტერვიუში საიდუმლოს ფარდა ახადა და განაცხადა, რომ მას უბრალოდ საკუთარი ღიმილის რცხვენია.

„როდესაც 10 წლის ვიყავი, ვიღაცამ მითხრა, რომ საშინელი ღიმილი მქონდა. მთელი ახალგაზრდობა ამ სიტყვების გავლენის ქვეშ ვიყავი და გაღიმებისას ვცდილობდი ტუჩები ერთმანეთთან მჭიდროდ მქონოდა“ - განაცხადა უმა ტურმანმა.

მსახიობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრად თავდაჯერებულია და საკუთარი თავი იმაზე მეტად მოსწონს, ვიდრე ახალგაზრდობისას, ეს ჩვევა დღემდე გამოჰყვა.


წყარო