დაბეტონებული ხეები - ვიდეოფაქტი წერეთლის გამზირიდან




თბილისში, წერეთლის გამზირზე ხეები ჩააბეტონეს. საცხოვრებელ კორპუსებს შორის, სათამაშო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის დასხმის შემდეგ, როგორც ჩანს, გზის მშენებლებს ხეებისთვის "სასუნთქი სივრცის" დატოვება დაავიწყდათ. ფოტომ, რომელზეც ჩანდა, როგორ იყო ხის ძირები ბეტონის საფარით სრულად შემოსაზღვრული, სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც ჩანს, დღეისთვის შეცდომა მეტ-ნაკლებად გამოასწორეს და ნარგავებს ირგვლივ სივრცე რამდენიმე სანტიმეტრით გამოუთავისუფლეს. ამის მიუხედავად, ხეების ნაწილს საკვებ და სარწყავ მონაკვეთს ისევ ბეტონი უფარავს.

ადგილობრივები კამერასთან გამოჩენას ერიდებიან, თუმცა, ამბობენ, რომ ტერიტორიაზე აქამდე ქვიშა იყო და ბეტონის საფარი რამდენიმე დღის წინ დაიგო.