ეს ტესტი რამდენიმე წამში განსაზღვრავს, როგორ მუშაობს თქვენი ტვინი (3 GIF)
- 2015-04-30 19:27:25
- 8584 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
იაპონელმა დიზაინერმა, ნობუიუკი კაიაჰარამ, შექმნა დომინანტური ჰემისფეროს განსაზღვრის ყველაზე პოპულარული ტესტი. ‘Silhouette Illusion’-ი, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც ‘მბრუნავი გოგონა’, ოპტიკურ ილუზიას ემყარება და გეხმარებათ, გაიგოთ, რომელ ჰემისფეროს უფრო მეტად იყენებთ. დამატებით, ეს ტესტი თქვენს მიალოებით IQ-ს უჩვენებს.
შეხედეთ გამოსახულებას. რომელ მხარეს ბრუნავს?
თუ გეჩვენებათ, რომ გოგონა საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს, დიდი ალბათბით, თქვენი ტვინის მარცხენა ჰემისფერო დომინირებს. ეს მიანიშნებს თქვენი ტვინის ანალიტიკურ წყობაზე; თქვენ პრაგმატულობისკენ ხართ მიდრეკილი და თანმიმდევრული აზროვნებისკენ.
თუ გოგონა საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, მაშნ მარჯვენა ჰემისფერო უფრო განვითარებული გაქვთ. ეს მიანიშნებს შემოქმედებით აზროვნებაზე, კარგ ინტუიციასა და მდიდარ წარმოდგენის უნარზე.
ახლა კი შეეცადეთ, აიძულოთ გოგონა, საწინააღმდეგო მხარეს იმოძრაოს.
ვარაუდობენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, სწაფად და დიდი ძალისხმევის ფარეშე ‘შემოაბრუნონ’ გოგონა, IQ 160-ზე მეტი აქვთ.
აი, როგორ გამოიყურება ორივე მხარეს ტრიალი.
წყარო - aww.ge