
კუნძული, რომელსაც წყვილი 20 წელი აშენებდა (7 ფოტო)
- 2015-05-02 15:01:22
- 3167 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

კუნძულ - ვანკუვერის სანაპიროზე, ტურისტები ჩადიან, რათა იხილონ, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება, მცურავ ქსელზე.
66 წლის, უეინ ადამსმა და მისმა მეუღლემ - 59 წლის ქეთრინ კინგმა, მცურავი სახლის შენება, 1992 წელს დაიწყეს. მას შემდეგ, იქვე, მოჰყავთ საკუთარი საკვები და თევზაობენ.
სახლი, რომელსაც წყვილმა "მშვიდობის ყურე" უწოდა, 12 მცურავ პლატფორმას მოიცავს. მათ შორისაა: საცეკვაო დარბაზი, ხელოვნების გალერეა, ადამსების სტუდია და 5 სათბური.
ოჯახს, ნახევარ ჰექტარ მიწაზე, საკვები კულტურები აქვს გაშენებული, წყალს, ახლოს მდებარე ჩანჩქერიდან იმარაგებენ, ენერგიის წყარო - 14 მზის პანელია.
ოჯახს, არასდროს ეძლევა მოწყენის საშუალება. უეინი, პროფესიით, მეჩუქურთმეა, ქეთრინი კი - მხატვარი, მოცეკვავე, მწერალი და მუსიკოსი.
ამ ყველაფრით, წყვილი ამტკიცებს, რომ ცხოვრება მშვენიერია, მეგაპოლისებისგან მოშორებით.
წყარო - presa.ge