რა არის მამაკაცის ორგაზმი - რამდენი ორგაზმი ითვლება ნორმად


ქალების უმეტესობას საკუთარი სხეული კარგად აქვს შესწავლილი, ყველამ იცის თუ სად სიამოვნებს შეხება, როგორ გამოიყურება მისი სხეული, რა დროს იღგზნება ის უფრო მეტად და სხვა მსგავსი დეტალები, თუმცა ხშირად ქალების დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას მამაკაცის სხეულისა და მისი თავისებურებების შესახებ – ეს კი სექსუალური ცხოვრებისათვის არც თუ ისე სასარგებლოა.
მოდით განვიხილოთ რამოდენიმე საკითხი, რომელზეც არსებობს მეცნიერული და დაზუსტებული ინფორმაცია. ეს დაგვეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და ამ ცოდნის სამომავლოდ გამოყენებაში (საჭირო დროსა და ადგილზე).



მამაკაცების პოტენცია თუ ერექცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია იმისათვის რომ არ ვიცოდეთ.
1. არის თუ არა ორგაზმი და ეაკულაცია ერთი და იგივე?
მამაკაცები ორგაზმს ეაკულაციის დროს განიცდიან ზუსტადაც. ისევე როგორც ქალებში – მამაკაცებშიც განსხვავებული ორგაზმები არსებობს, ზოგიერთი სიამოვნების პიკს ჩუმად და მდუმარედ ხვდება – მხოლოდ სუნთქვის გახშირებით, ზოგიერთი კი საკუთარ სიამოვნებას სხვადასხვა რეპლიკებითა თუ ხმებით გამოხატავს, მაგრამ ყველა მამაკაცისათვის ორგაზმის აუცილებელი პირობა ეაკულაციაა.


გამონაკლისი შემთხვევა როდესაც შეიძლება მამაკაცის სასქესო ორგანოდან არ გამოიყოს თესლი არის – რამოდენიმე ერთმანეთს მიყოლებული სექსუალური აქტი როდესაც სათესლე ჯირკვლებში ფიზიკურად ვეღარ ასწრებს სპერმა გამომუშავებას (თუმცა ეს იშვიათია)



2. რამდენი ორგაზმი (გათავება) ითვლება ნორმად?
როგორც ვიცით კაცებისათვის რამოდენიმე ორგაზმი მიყოლებით არ არსებობს (როგორც ეს რიგ შემთხვევებში ხდება ქალებთან). მამაკაცებისათვის აქტიდან აქტამდე რეგენერაციისათვის აუცილებელია დრო, ეს შეიძლება იყოს 3 – 5 ან სულაც 15 -20 წუთი. სტაბილური სექსუალური პარტნიორის შემთხვევაში ექიმები გვამცნობენ რომ ერთ ჯერზე 2-3 აქტი სრულიად საკმარისია ხოლმე პარტნიორებისათვის.


3. აქვს თუ არა გავლენა წინადაცვეთას მამაკაცის ორგაზმზე?
რა თქმა უნდა წინადაცვეთას აქვს გავლენა. როდესაც სასქესო ორგანოზე იჭრება კანი, პენისის თავი რჩება დაუცველი და მისი მგრძნობელობა იკლებს, ამიტომაც წინადაცვეთილი მამაკაცები უფრო დიდი ხანი უნდებიან ორგაზმამდე მისვლას.



4. არის თუ არა კაცის ორგაზმი დამოკიდებული პოზაზე?
რა თქმა უნდა ისევე როგორც ქალის ორგაზმი, კაცისაც დამოკიდებულია პოზაზე მაგრამ ცოტა სხვა კუთხით. მაშინ როდესაც ქალების შემთხვევაში პოზის ცვლილებისას იცვლება შეგრძნებები და შესვლის სიღრმე თუ დაწოლის წერტილი კაცებისათვის მნიშვნელოვანი ხდება ”ხედი”, ამასთანავე რა თქმა უნდა მათთვისაც მნიშვნელოვანია შეგრძნებები ფალოსზე. ხშირად ამიტომ უყვართ კაცებს პოზა ”ქალი ზემოდან” ან ”დოგი სთაილი” – მათ ულამაზესი ხედი ”ეშლებათ თვალწინ” ქალის სხეულის სახით.



5. რაზეა დამოკიდებული ეაკულაციის ინტენსიურობა?
შემჩნეული გექნებათ რომ ზოგჯერ პარტნიორის სპერმა აქტიურად გამოისროლება პენისიდან, ზოგჯერ კი უბრალოდ ”მშვიდად” გამოედინება. ძირითადად ასეთი ცვილელება დამოკიდებულია აქტის რაოდენობასა და თანრიგზე. გამოსროლა ძირითადად პირველ და მეორე აქტზე ხდება , ხოლო ყოველ შემდგომ ჯერზე სპერმა უფრო ”მშვიდი” სახით მოედინება, თუმცა ხდება ისეც რომ პირველივე ჯერზე არ ხდება გამოსროლა და ეს მამაკაცისათვის ჯამრთელობის პრობლემის ნიშანი შეიძლება იყოს.


6. მართალია რომ მამაკაცები ორალური სექსით უფრო ადვილად ათავებენ ვიდრე ვაგნალურით?
რთული კითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პრიორიტეტებსა და შეგრძნებებზეა დამოკიდებული. ამ კითხვის პასუხი მხოლოდ სასურველი მამაკაცისაგან შეიძლება მიიღოთ, თუმცა აქვე არ დაგავიწყდეთ რომ დილის მინეტი არ არის კარგი იდეა (დილის პროცედურების ჩაუტარებლად) რადგან პირის ღრუში დაგრვებული ბაქტერიები (მოხვდებიან რა მამაკაცის სასქესო ორგანოზე) დიდძალ უსიამოვნებებს ჰპირდებიან ნებისმიერს როგორც კი საარსებო გარემოს ”შეიცვლიან”.


7. მართალია თუ არა რომ კვების რაციონი სპერმის გემოსა და ხარისხზე მოქმედებს?
მართალია. რაც უფრო მეტი შაქრის შემცველი საკვები (ხილი და სხვადასხვა ტკბილეულობა) აქვს მიღებული მამაკაცს – სპერმა უფრო მოტკბოა. ნივრის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში სუნი და გემო ძალიან უფუჭდება სპერმას, ხოლო თუ ის მომწაროა და უცნაური კონსისტენციის – დროა პარტნიორთან ერთად ექიმს ეწვიოთ – ეს შეიძლება ანთებისა თუ ვენ. დაავადების მაჩვენებელი იყოს.


სექსში მთავარია პარტნიორებს შორის აქტიური კონტაქტი, როგორც ფიზიკური ისე მენტალური და ემოციური – ამ შემთხვევაში თქვენ სიამოვნების სრულ ”პაკეტს” მიიღებთ და კმაყოფილები იქნებით.


წყარო