ასე მარტივად შეგიძლიათ გაწმინდოთ ტაფა ნამწვისგან

უჟანგავი ფოლადის ტაფა

ფოლადი არის ყველაზე კაპრიზული მასალა რისგანაც კი ამზადებენ ტაფებს. მას ადვილად ეტყობა ნაკაწრები და ნახეხი. გარდა ამისა, ასეთი ტიპის ტაფებზე ადვილად ეწვება საჭმელი. არსებობს რამდენიმე ხერხი, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ტაფის გასაწმენდად.

საჭმლის მარილი.
ეს არის ფოლადის ტაფის გწმენდის ყველაზე გავრცელებული ხერხი. თქვენ დაგჭირდებათ ნახევარი ჭიქა მარილი, რომელიც საჭიროა მოაყაროთ ფსკერზე ტაფას და დატოვოთ რამდენიმე საათით. მარილი შევა რეაქციაში ნამწვავთან და მოარბილებს მას. მოგვიანებით კი თქვენ შეძლებთ შედარებით მარტივად გაწმინდოთ ტაფა ცხიმისა და ნამწვავისგან.

სოდა შესანიშნავად გამოიყენება ფოლადის ტაფების გაწმენდაში. ცოტათი დაასველეთ ტაფის კედლები წყლით და წაუსვით სოდის სქელი ფენა. დატოვეთ რამდენიმე საათით, მოგვიანებით თქვენ თავად ნახავთ თუ როგორ იქნება განცალკევებული ნამწვავი ტაფის კედლებიდან. ამის შემდეგ კი მარტივად შეძლებთ გარეცხოთ ტაფა და მოიყვანოთ წესრიგში.

ძმარი და ლიმნის მჟავა. როგორც იცით მჟავა ხსნის თითქმის ყველაფერს და მისი გამყოყენება შეგიძლიათ ამ კონკრეტული პრობლემის მოგავრებაშიც. აიღეთ ძმარი დაასხით ტაფას, მცირე დოზით ლიმნის მჟავა და დადგით ცეცხლზე. დუღილისას ნამწვავი დაიწყებს კედლებიდან მოშორებას, როცა სითხე დაიწყებს ძლიერად აორთქლებას, შეგიძლიათ გადმოდგათ ცეცხლიდან. იყაფით ფრთხილად რომ ხელი არ დაგეწვათ, აიღეთ ჯაგრისი და მისიგამოყენებით მოაშორეთ განცხალკევებული ნამწვავი.



თუჯის (ჩუგუნის) ტაფა

თუჯის ტაფები ძლიერ პოპულარობით სარგებლობდნენ ჩვენს ბებიებსა და დედებს შორის, დღესაც კი ისინი ბევრი სამზარეულის შემადგენელი ნაწილები არიან. ეს არ არის გასაკვირი, რადგამ ასეთი ტაფები ითვლებიან პრაქტიკულად მუდმივებად, არიან ძალიან გამძლეები. ისინი არ გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს, არ ითხოვენ დიდ ყურადღებას მოვლისას, ასევე არ კარგავენ ვიზუალურ მხარეს წლების მანძილზე - ერთდერთი რაც არის საჭირო, დროთა განმავლობაში ნამწვავი მოაშორეთ მას, სამაგისოდ კი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

თუჯის (ჩუგუნისა) და ფოლადას ნაზავი ტაფების გაწმენდა ხდება ისევე როგორც ეს იყო ახსნილი ფოლადის წმენდისას, სოდა, ძმარი და ლიმნის მჟავა, განსხვავებით ფოლადისგან, თუჯი შეიძლება გაიხეხოს უხეშად, რკინის სახეხითაც კი, ასე რომ ხშირად და თამამად შეგიძლიათ მისი გასუფთავება.

აიღეთ მარილი, დააყარეთ ზედაპირზე სქლად და დააასხით ძმარი, დატოვეთ 15 წუთით. დროის გასვლის შემდეგ დადგით ტაფა ცეცხლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭმელი მიეწვება მარტივად. ცხიმის თხელი ნადები ზედაპირზე არის ნატურალური მიწვის საწინააღმდეგო ფენა, ასე რომ ხშირად ნუ ჩამორეცხავთ ბოლომდე და ძალდატანებით, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება, რომ ნამწვავი არ გაიზარდოს რაოდენობაში.