
გაუჩინარებული გიორგი მამულაშვილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
- 2015-05-03 22:36:00
- 1717 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გაუჩინარებული 19 წლის გიორგი მამულაშვილი სამართალდამცველებმა ყვარელთან ახლოს მდებარე ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. საქმეს ყვარლის რაიონის სამმართველო იძიებს.
შეგახსენებთ, რომ ოჯახი გიორგი მამულაშვილს ოთხი დღე ეძებდა. ახალგაზრდა ორშაბათს ყვარლიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა და მის კვალიც სწორედ აქ იკარგებოდა.
წყარო - newposts.ge