ვინ არის „პრეზიდენტობის კანდიდატი“, იდუმალი კატა ჯიქია? (17 ფოტო)
- 2015-05-05 09:06:52
- 9739 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
იგი ნიჭიერი და წარმატებულია; ერთდროულად ბევრ სპექტაკლშია დაკავებული; ორი დღის წინ დამთავრდა გადაღება ფილმისა, სადაც საკმაოდ რთული და საინტერესო როლი აქვს. დღეს კი თეატრისა და კინოს პოპულარულ ქართველ მსახიობს ეკა ჩხეიძეს FunTime-ს პოდიუმზე წარმოგიდგენთ.
სახელი: ეკა
გვარი: ჩხეიძე
პროფესია: მსახიობი
ჰობი: მოგზაურობა
ორი სიტყვით საკუთარ თავზე: ვთამაშობ ფინეთში მცხოვრები აზერბაიჯანელი რეჟისორის კამბრან შახმარდანის ფილმში, რომლის გადაღებაც ორი დღის წინ დამთავრდა. საკმაოდ რთული და საინტერესო როლი იყო. ასევე, ამ სეზონზე „ჩემი ცოლის დაქალებში“ შევიჭერი. ბევრი როლი მაქვს სხვადასხვა თეატრების სპექტაკლებში.
კინო თუ თეატრი: შემოსავლის თვალსაზრისით - კინო, თან აქ ათი დუბლიდან რომ დამონტაჟდება, რაღაც კარგი გამოვა. თეატრში კი უშუალო კავშირი გაქვს მაყურებელთან, მაყურებლის წინაშე შიშველი ხარ და არავინ და არაფერი გეხმარება - ამას სულ სხვა გემო აქვს.
საოცნებო როლი: შეიძლება, ისე შეგიყვარდეს პერსონაჟი, რომელზეც საერთოდ არ გიფიქრია, რომ ბევრად მეტი სიამოვნება მიიღო, ვიდრე საოცნებო როლისგან. როცა რაღაცაზე ოცნებობ, მარტო როლს არ ვგულისხმობ, შენებურად აწყობ, შენებურად წარმოგიდგენია, მაგრამ მოსალოდნელ შედეგს ვერ იღებ, ეს უფრო რთულია. ამიტომ საოცნებო როლი არ მაქვს. ჯობია, არ იფიქრო, ყველაფერი სპონტანურად მოხდეს და შედეგიც ბევრად უკეთესი იქნება.
- ფოტოსესიებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
- დიახ და ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს. ესეც ნაწილია ჩემი პროფესიისა, რომელზეც ვგიჟდები.
ფოტო ცხოვრების წამის დაფიქსირებაა. საერთოდ, მიყვარს ფოტოხელოვნება, მე თვითონაც ვიღებ ქუჩებს, შენობებს, დეტალებს...
















წყარო - funtime.ge


