აირჩიე ბილიკი, რომელიც მოგწონს და გაიგე, რა გელოდება
- 2015-05-05 09:43:40
- 7854 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, თანამედროვე ადამიანების პრობლემა ის არის, რომ ისინი მეტისმეტად გატაცებულნი არიან სხვათა ცხოვრებით და საკუთარი ავიწყდებათ. რა დროს ატარებს თითოეული ადამიანი სოციალურ ქსელში ნაცნობების ახალ ფოტოებზე "ნადირობისას", უაზრო კომენტარების წერისას, სხვა ადამიანების ცხოვრების დეტალების გარკვევისას, ჭორების მოსმენისას და ა.შ. პირველ რიგში კი თვითშემეცნებაა საჭირო. ეს ფსიქოლოგიური ტესტიც ერთ-ერთი გზაა თვითშემეცნებისკენ. აირჩიეთ ის ბილიკი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. მერე კი შედეგები წაიკითხეთ:
ბილიკი № 1
სრულფასოვანი პიროვნება ხართ, რომელმაც იცის თავის ფასი. თავს კომფორტულად გრძნობთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში. თქვენ ყვავილოვანი გზა აირჩიეთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული პატარა სიხარული თქვენთვის დიდი ბედნიერებაა. ეს გზა ტყუილად არ აგირჩევიათ: მალე თქვენი ცხოვრება მართლაც აყვავილდება. თუმცა მანამდე პატარა გამოცდის გავლა მოგიწევთ – შეხედეთ, ამ ლამაზ ბილიკზე პატარა დაბრკოლებაა. ეს ნამდვილი თავგადასავალი იქნება, რომელიც კარგ მოგონებებს დაგიტოვებთ.
ბილიკი № 2
თქვენ ხართ ადამიანი-მთა, შეუპოვარი ადამიანი, რომელიც უკან არაფერზე იხევს. ასეთი ადამიანები თამამად უყურებენ თვალებში დაბრკოლებებს, მზად არიან, ნებისმიერ წუთს გაუწოდონ სხვას დახმარების ხელი, მათ შეიძლება, დაეყრდნო. ბილიკი ქვებით არის მოკირწყლული, თუმცა თქვენ ამან არ შეგიშალათ ხელი, სწორედ ის აგერჩიათ. მზად ხართ ბედის ნებისმიერი გამოწვევის მისაღებად და ბრძოლაში ჩასართველად ნებისმიერ წამს. ასე განაგრძეთ, სასურველი მიზანი ძალიან ახლოს არის. თუმცა ნურც საკუთარი სისუსტეების გამოჩენაზე იტყვით უარს: ერთ ადამიანს არ შეუძლია ყველაფრის საკუთარ თავზე აღება.
წაიკითხეთ სრულად მშობლები.ჯი-ზე