თამუნა ვაშალომიძე სექსუალური კაბით და ტრუსის გარეშე (6 ფოტო)

თამუნა ვაშალომიძის ახალი სექსუალური კაბა განხილვის საგნად იქცა. თამუნას „უტრუსო“ კაბამ თბილისი კვლავ აალაპარაკა. ამ კაბით მოდელი MERCEDES BENZ FASHION DAYS TBILISI -ზე სამოდელო სააგენტო „ირაკლეონის“ დამფუძნებელთან ერთად გამოჩნდა და ხალხის ყურადღებაც მალევე მიიქცია. როგორც „ნიუპოსტმა“ თამუნასგან შეიტყო თბილისი ფეშენ ვიკის მსგავსად, ამჯერადაც კაბა უცხოეთიდან გამოიწერა.

თამუნა ვაშალომიძე:
ეს კაბა 2015 წლის გოტიეს ერთ-ერთ ჩვენებაზე ვნახე, ძალიან მომეწონა და მაშინვე გადავწყვიტე შემეძინა. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, უარი მითხრეს. მაგრამ საბოლოოდ ჩემი მაინც გავიტანე და მეგობარს ამერიკიდან ჩამოვატანინე.

- წითელი კაბა როგორც ვიცით 2000 ღირდა, ამჯერად ამ კაბაში რამდენი გადაიხადე?
-ვერ გეტყვით, რამდენი დაჯდა, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ გაცილებით ძვირი ვიდრე თბილისი ფეშენ ვიკისთვის გამოწერილი წითელი კაბა. ეს კაბა მთლიანად ხელით არის მოქარგული და ამიტომ არის ბევრად ძვირადღირებული.
-როგორც ვხედავ მთელი შენი შემოსავალი კაბებს მიაქვს
-კაბებსა და თავის მოვლას, ჩემი შემოსავლის 80%, ამაში მეხარჯება.

-„ ტრუსი“ მართლა არ გეცვა?
-არა არც ტრუსი და არც ლიფი. ფიზიკურად არ გამოდიოდა ჩაცმა, გამოჩნდებოდა.

-ქართველ ბიჭებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?
-დაკვირვებით მიყურებდნენ, (იცინის) , ბიჭებმა თბილად მიიღეს სხვათაშორის, გოგონები აჭორავდნენ ცოტათი. ნუ როგორც ხდება ხოლმე, ეს არ მაღელვებს. ბიჭებისგან იყო ჯერ დაკვირვება, მერე გაოცება და შეკითხვა - ტრუსი მართლა არ გაცვია? ბოლოს კი აღტაცება - მაგარია! ერთ-ერთ უცხოელი მოდის კრიტიკოსი დაინტერესდა ძალიან, ორიგინალურია და ძალიან გიხდებაო.

















წყარო - newposts.ge