
20-ე საუკუნის ყველაზე საშინელი მოვლენები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს
- 2015-05-10 10:52:30
- 3849 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დაპირისპირებებით, კატასტროფებითა და ბუნებრივი კატაკლიზმებით იყო სავსე. ყველა ეს მოვლენა თავისებურად საშინელი იყო და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
20-ე საუკუნის ყველაზე ცნობილი ომები
20-ე საუკუნეში უამრავი ომი მოხდა, რომლებმაც დედამიწის მოსახლეობას უდიდესი ზიანი მიაყენა. დავიწყოთ პირველი მსოფლიო ომით, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 38 სახელმწიფო იღებდა. ომი ოთხი წლის განმავლობაში, 1914-1918 წლებში მიმდინარეობდა. ამ ომს 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პირველი მსლფლიო ომის დასრულების შემდეგ, მალევე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ ომად იქცა. გამოთვლების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომში 62 მილიონი ადამიანი დაიღუპა. (სსრკ - 27 მლნ, გერმანია - 5,25 მლნ, პოლონეთი - 4,5-6 მლნ, იუგოსლავია - 1,7 მლნ, იაპონია - 1,8 მლნ, აშშ - 318.000, დიდი ბრიტანეთი - 386.000, საფრანგეთი - 810.000, იტალია - 330.000, რუმინეთი - 378.000, უნგრეთი - 420 000, ფინეთი - 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. მასში მონაწილეობას 62 სახელმწიფო იღებდა.
წაიკითხეთ სრულად