
პანკისელი გოგონები მოჯაჰედებისთვის - როგორ გზავნიან პატარძლებს საქართველოდან სირიაში
- 2015-05-11 09:28:07
- 2761 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"მუდმივად იზოლირებული ყოფნა იმდენად აუტანელია, ოღონდ კაცმა ხეობიდან გააღწიოს და თანახმაა, თუნდაც სირიაში წავიდეს“
"უკვე ვიცით, რომ კადიროვმა ხეობაში შემოთვალა, - თუ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გპატრონობთ, მე გიპატრონებთო."
მამუკა არეშიძე, ექსპერტი, 2010 წ.
"პანკისის ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ. ვიცი, სამი წილი მაგათია, ერთი - ვაჰაბიტებისა. ვაჰაბიზმი მოდური გახდა ხეობაში, ფულიც მაგათ აქვთ და ძალაუფლებაც, კარგი მანქანებითაც ეგენი დადიან და მეტი რა უნდა გამოუცდელ ახალგაზრდას?
მე შენ გეტყვი, რამე ალტერნატივა აქვს, ვაჰაბიტებს არ მიეკედლოს! ხან 100 დოლარს მისცემენ, ხან 200-ს და დამთავრებულია საქმე. პანკისში 90% გაჭირვებულია, წელში გამართვის ერთადერთი გზა აქ ვაჰაბიზმია."“
პანკისის ხეობის მცხოვრების ნაამბობიდან, 2010 წ. "კვირის პალიტრა"
"ჩვენ აქ კარგად ვართ, საჭმელიც ბევრი გვაქვს. რა ამბები ატეხეთ მანდ? კაცებს გეუბნებით - ჭორიკანებს ნუ დაემსგავსეთ, ჩვენ ჯიჰადისთვის“წავედით სირიაში და ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებთ, ჯიჰადში მიიღონ მონაწილეობა და სირიაში წამოვიდნენ."
- ამ შინაარსის ვიდეოს ნახვა პანკისის ხეობის ბევრი ახალგაზრდის ტელეფონში შეიძლება.
სანამ საზოგადოებაში პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე ვნებათაღელვა არ ცხრება, ცნობილი გახდა, რომ 28 აპრილს ხეობა ამჯერად სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა, 17 წლის მე-11 კლასის მოსწავლე გოგონამ დატოვა - მშობლების თანხმობით სირიაში საქმროსთან გაემგზავრა.
წაიკითხეთ სრულად