ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი დახვრიტეს
- 2015-05-13 21:14:43
- 3664 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ჰუ იონგ ჩოლი დახვრიტეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის დახვრეტა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისადმი გამოჩენილი "უპატივცემულობითა და ნაკლები ერთგულების" მოტივით მოხდა.
მინისტრი აპრილში საჯაროდ დახვრიტეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამხედრო ღონისძიებებზე რამდენჯერმე ჩასთვლიმა და კიმ ჩენ ინსაც რიგ საკითხებზე ეკამათა.
ჩრდილოთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დავალებით, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. გავრცელებული ინფორმაციით 2013 წელს, კიმ ჩენ ინმა საკუთარი ბიძა და მისი 200-მდე თანამოაზრე კორუფციის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა.
წყარო