თამო ვაშალომიძის გამო გოგონებმა ერთმანეთი თმებით ითრიეს
- 2015-05-15 08:47:57
- 1733 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
როგორც ირკვევა თამო ვაშალომიძის გამო არატრადიციული ორიენტაციის გოგონებმა ერთმანეთს „დასცხეს“. „ხელჩართული ბრძოლა გაუმართავთ, როგორც მეგობარმა მითხრა ერთმანეთი თმებით ითრიეს“, - განუცხადა „ნიუპოსტს“ თამო ვაშალომიძემ.
თამო ვაშალომიძე: „ეს გოგო რაც იმედში გამოვჩნდი მას მერე გადამეკიდა. ასე 4-5 თვე იქნება. თავიდან მეგონა ვიღაც მეკაიფებოდა, მერე კი სამსახურთან დამხვდა რამდენიმეჯერმე და სიყვარულიც ამიხსნა. მე ვუთხარი, ასეთი ლამაზი გოგო ხარ, შემეშვი და ბედს ეწიე -მეთქი. არ შემეშვა. რეკავდა, შეხვედრას მთხოვდა, მერე ტელეფონსა და „ფეისბუქზე“ დავბლოკე. ახლა კი ვიგებ, რომ სხვა გოგოსთან ჩემს გამო ხელჩართული ომი ჰქონია. “
წყარო