"მრგვალ ბაღთან" პოლიციაა მობილიზებული

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 17 მაისს "მრგვალ ბაღთან" 19 არასამთავრობო ორგანიზაცია აქციას მართავს. ამჟამად ბაღის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
არასამთავრობოების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას 2012 წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებას გააცნობენ. ამონარიდებს განცხადებიდან ორგანიზატორები პლაკატების სახით გაშლიან.

შეხვედრის ორგანიზატორები შსს-ს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია.


წყარო