
როგორ გავითეთროთ კბილები – 5 რჩევა ჰოლივუდის სტომატოლოგ შერი ვორსისისგან
- 2015-05-17 11:12:19
- 4268 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

თუ გსურთ გქონდეთ ბლეიკ ლაივლის მსგავსად მომაჯადოებელი ღიმილი, შეგიძლიათ მიმართოთ სტომატოლოგიურ კლინიკას, სადაც კბილების პროფესიონალურ წმენდას ჩაგიტარებენ. ან მიჰყვეთ ამერიკელი სტომატოლოგის, შერი ვორსის უბრალო რჩევებს, რომელიც ხელსაყრელია სახლის პირობებშიც.
1. ქიმიის გაკვეთილი
კბილების დამოუკიდებლად წმენდისთვის, მიჰყევით შემდეგ შემადგენლობას: 3 ჩ.კ. სოდას დაამატეთ 2 ჩ.კ. 3%-ი წყალბადის ზეჟანგი, აურიეთ ისინი ერთმანეთში და მიღებული მასით გაიწმინდეთ კბილები. იმოქმედეთ ფრთხილად, არ დაიზიანოთ ემალი. ამ მასის გამოყენება რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ. ერთ თვეში შეამჩნევთ, რომ შავი ლაქები თქვენს კბილებზე რამდენიმე ტონით გაღიავდება.
2. დამიჭირე
როგორც ცნობილია, შავი ყავა და ჩაი, ხელს უწყობს შავი ლაქების წარმოქმნას კბილებზე. იმისთვის,რომ უარის თქმა არ მოგიწიოთ საყვარელ სასმელებზე და თავისუფლად დალიოთ კოკა-კოლა ან თუნდაც წითელი ღვინო, გამოიყენეთ საწრუპავი ჩხირი. ამ გზით თქვენ შეამცირებთ საღებავის მოქმედებას კბილის ემალზე. უკეთესი ეფექტისთვის, ამ ყველაფრის შემდეგ გამოიხეხეთ კბილები ან გამოივლეთ წყალი.
3. ვაშლის ბაღი
წაიკითხეთ სრულად