ფეხების შეშუპების მკურნალობის ნატურალური ხერხი

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უამრავ ადამიანს ეწყება ფეხების შეშუპება. ხშირად ის წონის ბრალია, მაგრამ შეიძლება დიდ ხანს ჯდომამაც გამოიწვიოს, რაც საკმაო დისკომფორტს იწვევს. ვიზუალურადაც არ არის სასიამოვნო.

აი, რამდენიმე რჩევა, თუ როგორ ვებრძოლოთ ფეხების შეშუპებას. შეეცადეთ ნაკლები მარილი მიიღოთ. თუ თქვენ უმარილოდ ყოფნა არ შეგიძლიათ ამ შემთხვევაში უმჯობესია იოდიზირებული მარილის მიღება. იმისათვის , რომ ნაკლებ მარილიანი საკვები მიირთვათ, დაუმატეთ საკვებს ლიმონი ან სანალებლები. მაშინ მარილის ნაკლებობა არც ისე საგრძნობია. ძალიან სასარგებლოა ოხრახუში და კამა. მიირთვით ბევრი ხილი, განსაკუთრებით საზამთრო, ნესვი, მარწყვი და კიტრი.

აი რეცეპტი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ფეხების შეშუპებისას. იგი საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია.

1 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 4 ჩაის კოვზი სელის მარცვალი და ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და თავდახურულ მდგომარეობაში ერთი საათი გააჩერეთ სითბოში. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. დაამატეთ ერთი ლიმონის წვენი და მთელი დღის განმავლობაში პატარა ჭიქა ყოველ ნახევარ საათში სვით. გაითვალისწინეთ, თუ თქვენ ვენების ვარიკოზი გაქვთ, შეეცადეთ თავი აარიდოთ ცხელი აბაზანების მიღებას. ცხელი წყალი ვენების გაგანიერებას იწვევს.



წყარო - postalioni.com