ნინა სუბლატის სტატუსით გაოგნებული საზოგადოება

ნინა სუბლატის მიერ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტმა ბევრის გაღიზიანება გამოიწვია. „ეს გოგო რა თავხედი ყოფილა, აბუჩად იგდებს ყველას“, - წერენ სოციალურ ქსელში. „ეს დედაკაცი ათეულში მაინც რომ გავიდეს, მერე ალბათ ყველაფერს დაგვამხობს თავზე, - სწუხს ფბ. მომხმარებელი, მეორე კი კითხულობს: „საიდან ამდენი ამბიცია“? ამ სახის კომენტარები შემდეგ პოსტს მოჰყვა.
ნინა სუბლატი: „ესენი საერთოდ რომელი სოროდან არიან?! ჯერ ერთი ვენის ოპერაში ქართველი

მომღერლები არ მონაწილეობენ. მხოლოდ ერთი ვარ - მე! ან ნიკოლოზ რაჭველი რომ მომღერალი იყო არ ვიცოდი...

დიზაინერს რომ აღნიშნავთ, უნდა აღნიშნოთ ის, რომ კოსტიუმი ჩემი დიზანით არის შექმნილი და ამ ფაქტით მთელი ევროპა აღფრთოვანებულია! მერე კიდე მეორე დიზაინერი - თამარა სუჯაშვილი მუშაობდა ფეხსაცმელზე და გვირგვინზე, რომელიც რატომღაც არ არსებობს... წადით, დაიხურეთ! დატოვეთ სამსახური!!! რას ბოდავთ!''.



კომენტარები სოციალურ ქსელში



„ძალიან უზრდელი და თავხედი გოგო ჩანს, ნუკა გვალიასავით იგინება და ილანძღება სულ,რასჭირთ ამ გოგოებს,თავი ,,ზეაღმატებულნი“ რომ ჰგონიათ? ესენი ასე ხედავენ ევროპულ კულტურას?გინდ მოიგოს ეგ პროექტი ,სულ ერთია უზრდელი უზრდელად დარჩება“...



„დაამუხრუჭე ნინა-როგორც ჩვეულებრივი გზა-ასევე ცხოვრების გზაც სავსეა დაბრკოლებებით, რომლებიც გვერდის ავლისა და სისწრაფის შენელების გარეშე ცხვირს წაგამტვრევინებს!... ხალხთან ურთიერთობას ნიჭი უნდა!“



„შვილო, ჯერ შეჰქმენი რამე ფასეული და მერე გამოდი ამბიციით, მაგრამ შენ რომ რაიმე ფასეულის შექმნა შეგეძლოს ძალიან თავმდაბალი იქნებოდი. ეხლა კი შენი ნამდვილი სახე სჩანს. ფუჭი თავთავი“.


წყარო