ვინ არის გიგო - „X ფაქტორის“ ყველაზე დიდი პოზიტივი“ (ვიდეო)
- 2015-05-22 10:21:27
- 3690 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პოპულარულ სატელევიზიო შოუს „X ფაქტორს“ ორი ახალი წამყვანი ჰყავს.
განსაკუთრებული ინტერესი გიგო შიუკაშვილის ეკრანზე გამოჩენას მოჰყვა. მაყურებელმა ის მალევე შეიყვარა.
გიგოს პირველი შეხება სცენასთან 7 წლის ასაკში ქონდა - პრინცის როლი შეასრულა. სცენაზე ყოფნა ძალიან მოეწონა და პროფესია სწორედ მაშინ აირჩია. გადაწყვეტილება არც წლების შემდეგ შეუცვლია - 19 წლის გიგო დღესაც კინოსა და თეტრის მსახიობობაზე ოცნებობს.
ოცნებების ახდენას ეტაპობრივად იწყებს, სასკოლო თეატრიდან წლების შემდეგ უკვე დიდ სცენაზე აღმოჩნდა, კამერებსაც შეეგუა და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანიც გახდა. მას „X ფაქტორის“ ყველაზე დიდ პოზიტივს ეძახიან.
წყარო - info9.ge