''მამაკაცი, რომელიც შემიყვარდა, ქალი აღმოჩნდა...''
- 2015-05-22 11:00:10
- 4123 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ამბავი, რომელიც 25 წლის თეონას გადახდა, ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ მგონი დროა, თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვაღიაროთ, რომ საქართველოშიც შეიძლება ისეთი რაღაცები მოხდეს, რასაც ხშირად ვერც კი წარმოიდგენ.
- არ ვარ განსაკუთრებული გარეგნობის და არც რამე საოცარი ნიჭით გამოვირჩევი, მაგრამ მგონი, მეც მაქვს სიყვარულის უფლება. დასავლეთის ერთ-ერთ რაიონში დავიბადე და ისე გავიზარდე, რომ თაყვანისმცემელი არ მყოლია. ოჯახში სამი და ვიზრდებოდით და ყველაზე დაჩაგრული მე აღმოვჩნდი, რადგან ჩემი დები 16 და 18 წლის ასაკში მოიტაცეს და საკმაოდ კარგად გათხოვდნენ. ოც წელს რომ გადავაბიჯე, დედაჩემი ახლობლებს ეხვეწებოდა, ჩემთვის ვინმე გაერიგებინათ, მაგრამ ყველა ისეთი გამოჩნდა, რომელსაც ბინა არ ჰქონდა და ჩემთან უნდოდა საცხოვრებლად გადმოსვლა. არ მინდოდა, თავი გამოყენებულად მეგრძნო და უარს ვამბობდი.
- და ასე გახდი 25 წლის...
- დიახ, ბოლოს ამაზე ფიქრს თავი დავანებე, კერვა ვისწავლე და შეკვეთებს სახლში ვიღებდი. ერთ წელიწადში იმდენი ფული შევაგროვე, რომ ჩემთვის კომპიუტერი მეყიდა. ახალი სამყარო აღმოვაჩინე, რომელიც თურმე ჩემ ირგვლივ ყოფილა და არ ვიცოდი. მთელი დღეების განმავლობაში ვკერავდი ან კომპიუტერზე ვთამაშობდი, შემდეგ ესეც მომბეზრდა და გასაცნობ საიტებზე დავრეგისტრირდი. ჩემ მეზობლად ერთი გოგონა ცხოვრობდა, რომელიც სტუდენტი იყო, თბილისში სწავლობდა. შაბათ-კვირას და არდადეგებზე ჩამოსული სულ ჩემს კომპიუტერთან იჯდა. მან დამარეგისტრირა პირველად ''ფეისბუქზე''.
- დარწმუნებული ვარ, გახალისდებოდი.
- რა თქმა უნდა, ცხოვრება ერთ კვირაში შეიცვალა, სპეციალურად ვიღებდი ლამაზ სურათებს და ჩემს გვერდზე ვაქვეყნებდი. ბევრი მამაკაცი მწერდა, მაგრამ მე მხოლოდ ერთმა დამაინტერესა. ცოტა უცნაური გარეგნობა ჰქონდა, უცხოელს ჰგავდა. გელათი გამეცნო და მთელი დღის განმავლობაში უამრავ სასიყვარულო ტექსტს მწერდა. ვირტუალური ნაცნობობა სამ თვეს გაგრძელდა და ბოლოს შეხვედრა მთხოვა. ის თბილისში ცხოვრობდა, მე P- რეგიონში. მითხრა, რომ ჩემს ქალაქში ჩამოვიდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ჩემს პატარა პროვინციულ ქალაქში ვიღაც აუცილებლად დამინახავდა და ვუთხარი, რომ მე ჩავიდოდი თბილისში.
წაიკითხე სრულად