ბლოგერმა აჩვენა, რას აჭმევენ უკრაინელ სამხედროებს (ვიდეო)
- 2015-05-24 11:01:51
- 3638 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დნეპროპეტროვსკელმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა ვიაჩესლავ პოეზდნიკმა აჩვენა, რას აჭმევენ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ჩერნიგოვის ოლქის დასახლება გონჩაროვსკოეში არსებულ სამხედრო ნაწილ № 1815-ში.
"ვიდეოზე გადავიღე როგორ შემოიტანეს ჩვენს სამზარეულოში ხორცი. ქუჩაში, ჭუჭყიან პალეტზე დაყარეს და ელექტროხერხით ჭრიან", - დაწერა პოეზდნიკმა Facebook-ში.
აღშფოთება ბლოგერში გამოიწვია არა თავად ხორცმა, არამედ არაჰიგიენურ პირობებში დანაწევრების პროცესმა. მან ასევე აჩვენა სამხედრო სასადილოს უკვე გამზადებული საჭმელი.