5 მიზეზი, თუ რატომ ხართ ჯერ კიდევ გაუთხოვარი

1. მიჩვევის შიში

თანამედროვე ლამაზმანების მარტოობის მთავარი მიზეზიც ალბათ ეს არის. ამ ყველაფრის უკან დგას მოტყუებისა და ღალატის შიში. სინამდვილეში, ახლო ურთიერთობები არ არსებობს ერთგულების, საყვარელ ადამიანზე დამოკიდებულებისა და რისკის გარეშე, რომ შეიძლება გული გატკინონ. მაგრამ ამავე დროს გარისკვაზე უარის თქმით წაგებული დარჩებით, ამით არ აძლევთ თავს ნამდვილი ბედნიერების უფლებას.

2. ზედმეტად მიუკარებელი ხართ

იმაზე ფიქრით ეს აირჩიოთ თუ ის, თქვენ ზედმეტად თავდაჭერილი ხდებით. პირველად თაყვანისმცემელს ეს აინტრიგებს, თუმცა საბოლოოდ მას ჰგონია, რომ ის თქვენ არ გაინტერესებთ. რა თქმა უნდა მკაცრი პრინცესას როლი კარგია, მაგრამ უმჯობესია ისწავლოთ ნაბიჯის გადადგმა და აგრძნობინოთ რაინდებს ყურადღება.

3. წარსულს ებღაუჭებით

ბუნებრივია, თუ კი ყოფილი შეყვარებულისგან გულის ტკენის გამო იტანჯებით, მაგრამ როცა წარსულის მოჩვენებები გამუდმებით თქვენსა და ახალ თაყვანისმცემელს შორის დგას, იცოდეთ, იმის გამორ რომ წარსულს არ ივიწყებთ, თქვენ წირავთ მომავალს. მიმართეთ ფსიქოლოგს, მედიტაციას ან პატიების წერილებს, რათა საბოლოოდ დაუსვათ წერტილი და გაუხსნათ გული
ახალ გრძნობებს.

წაიკითხეთ  სრულად