ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ხვალისთვის 26 მაისისთვის დადგენილი კურსის თანახმად 1 დოლარი 2.2790 ლარი ეღირება, გუშინ მოქმედი კურსით კი 2.2773 ღირდა.კურსის ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5005 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5478 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ 0.0473 ლარი შეადგინა.


წყარო