ხუთი დაუნდობელი ბელადის უცნაური და საიდუმლო ჰობი (5 ფოტო)

ყველას აქვს საკუთარი ჰობი, თუნდაც ძალიან უცნაური. მექანიკოსს შეიძლება ქსოვა ჰობად ექცეს, მოცეკვავეს შეიძლება კრივი მოეწონოს. მაგრამ რა არის იმაზე საინტერესო, თუ რას აკეთებდნენ მსოფლიოში ცნობილი ბელადები თავისუფალ დროს, მას შემდეგ, რაც გენოციდს აწყობდნენ და მილიონობით ადამიანს ხოცავდნენ?!



1) ადლოფ ჰიტლერს უყვარდა დისნეი და მისი პერსონაჟები


გაგიკვირდებათ და ჰიტლერი არ იყო მხოლოდ ჩვეულებრივი გულშემატკივარი დისნეის ანიმაციებისა და მისი ნაირ-ნაირი პერსონაჟებისა. ის ფიქრობდა, რომ “ფიფქია და შვიდი ჯუჯა'' იყო საუკეთესო და უდიდესი ფილმი, რაც კი ოდესმე შექმნილა. მისი სიყვარული დისნეისადმი იმდენად ცნობილი იყო, რომ იმ დროის უდიდესმა პოლიტიკურმა პირმა - იოზეფ გებელსმა მას მიკი მაუსის სუვენირიც კი აჩუქა.





2) ოსამა ბინ ლადენს უყვარდა ფრენბურთი



ოსამა ბინ ლადენს სძულდა ამერიკა. ვიერ იტანდა მის კულტურას, ხალხს.. თუმცა როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ მას ძალიან უყვარდა ფრენბურთი. ეგ კი არა, თავადაც ხშირად თამაშობდა ხოლმე. ის არ აღიარებდა ამ ფაქტს, რადგან ის ფიქრობდა, რომ მისი ღმერთი კრძალავდა ყველანაირ სპორტს. თუმცა იმ თავშესაფრებში სადაც ბინ ლადენი და მისი ხალხი იმალებოდა, ძველი ტანსაცმელებით და თოკებით გაბმული ბადეები და ბურთები, რომლითაც სავარაუდოდ ტერორისტული ისლამური ორგანიზაციის ალ-ყაიდას დამაარსებელი და ლიდერი, არც მეტი არც ნაკლები, ფრენბურთს თამაშობდა.






3) სადამ ჰუსეინი წერდა რომანებს და ნოველებს



2001 წლის ბოლოს, ლონდონში, წიგნის მაღაზიაში იპოვნეს წიგნი სახელწოდებით - “ზაბიბა და მეფე'', ქვეშ წაწერილი ავტორის სახელით ს. ჰუსეინი. წიგნში მოქმედება მიმდინარეობს ერაყში, ჰუსეინის სამშობლოში. მისი სიუჟეტი ასეთია: მე­ფეს უბ­რა­ლო წარ­მო­შო­ბის ქა­ლი ზა­ბი­ბა უყ­ვარ­დე­ბა, მა­თი რო­მა­ნი ხურ­დე­ბა, ზა­ბი­ბა კი მე­ფეს ხალ­ხის გა­ჭირ­ვე­ბა­ზე მო­უთხ­რობს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მე­ფე რე­ფორ­მებს იწყებს, რა­საც გავ­ლე­ნი­ა­ნი ხალ­ხი ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა და მე­ფის მოკ­ვ­ლა­საც ჩა­ი­ფიქ­რე­ბენ, თუმც ბრძე­ნი ზა­ბი­ბას ჩა­რე­ვა მე­ფეს სიკ­ვ­დი­ლის­გან იხ­ს­ნის. ამას აჯან­ყე­ბის ტალ­ღა მოჰ­ყ­ვე­ბა, რის დრო­საც ზა­ბი­ბა იღუ­პე­ბა.
გარდა იმისა, რომ ჰუსეინი თავად წერდა რომანებს, მისი ახლობლების თქმით, სადამ ჰუსეინი გიჟდებოდა სასიყვარულო რომანების კითხვაზეც.






4) ალ კაპონე წერდა სასიყვარულო სიმღერებს



რა ვიცით ალ კაპონეს შესახებ? ავეჯის ბიზნესის საფარით იგი დაკავებული იყო ბუტლეგერობით, სათამაშო ბიზნესითა და პროსტიტუციით. დროთა განმავლობაში აშშ-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა იტალიურ მაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი გახდა. იყო მსოფლიოს უდიდესი კრიმინალი. თუმცა იცოდით, რომ ის სასიყვარულო სიმღერებს წერდა? ციხე ალკატრასში ჯდომისას მან საკუთარ თავში აღმოაჩინა ეს ნიჭი. მის მიერ დაწერილი კომპოზიცია „მადონა მია“ საქვეყნოდ ცნობილიც კი გახდა.




5) იოსებ სტალინს მოსწონდა შიშველი ფიგურების ხატვა



დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ იოსებ სტალინს შიშველი ადამიანების ხატვა უყვარდა. ექსპერტებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ბევრი სურათი მართლაც ბელადის დახატულია. სხვათაშორის, მათ სტალინის სექსუალურ ორიენტაციაშიც შეჰქონდათ ეჭვი.





ავტორი: გვანცა1234