
მეზობელმა გაუპატიურების მცდელობისას 5 წლის ბავშვი გაგუდა
- 2015-05-29 19:57:45
- 1832 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ბაქოში 5 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. პოლიციის განცხადებით ბავშვს ძალადობის ნიშნები აღენიშნება. ცხედარი ბავშვის სახლის მახლობელ ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.
პოლიციის თანამშრომლებმა ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი- მეზობლად მცხოვრები 30 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიების მიერ მოპოვებული ფაქტების თანახმად, მამაკაცმა ბავშვი მოტყუებით გამოიყვანა ეზოდან და თავისთან წაიყვანა, სადაც მის გაუპატიურებას ეცადა. მას შემდეგ, რაც ბავშვმა ყვირილი და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, ის გაგუდა.
საქმეზე ძიება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ინფორმაციას არნიშნული ფაქტის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
წყარო