ლინდა ადამია მამაზე, რომელიც წლების შემდეგ გამოჩნდა

„X ფაქტორის'' 19 წლის კონკურსანტი ლინდა ადამია, მშობლებზე, მამობილსა და რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ მამასთან შეხვედრაზე ჰყვება.





ლინდა ადამია: ჩემი მშობლები 17 წელია, რაც დაშორებულები არიან, 11 წელია, მყავს მამობილი. იდეალური ადამიანია, ძალიან განათლებული პიროვნება, ნებისმიერ თემაზე შემიძლია რჩევა ვკითხო, ასეთი ურთიერთობა დედასთანაც არ მაქვს.

- მამა...


- პატარა ვიყავი, საზღვარგარეთ რომ წავიდა და წლების შემდეგ ჩამოვიდა. როდესაც ერთმანეთი ვნახეთ, არანაირი ემოცია არ მქონია, ვერასოდეს ვაპატიებ, ისეთ მომენტში გამოჩნდა, როდესაც სკოლაც დამთავრებული მქონდა და ჩამოყალიბებული ადამიანი ვიყავი. მთელი ეს წლები მამობილი მედგა მხარში. დედასა და მამობილს საერთო შვილი არ ჰყავთ, მაგრამ ჩემს მამობილს პირველი ოჯახიდან ორი შვილი ჰყავს და მათთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.

- მამინაცვლის გვარზე გადასვლა ხომ არ გიფიქრია, ყოფილა ასეთი ისტორიებიც... მაგალითად, სალომე ქათამაძე გახდა მდივანი...
- ამას ძალიან დიდი პატივისცემის ნიშნად აკეთებენ. ჩემი მამობილი ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ჩემი გვარი მაქვს, რომლითაც სამშობიაროდან გამომიყვანეს. მყავს მამა, რომელთანაც არ მაქვს გადასარევი ურთიერთობა, მაგრამ ის მამაჩემია და მისი გვარი მაქვს. მამას მეორე ოჯახი არ შეუქმნია.

- ახლა სცენაზე რომ გამოჩნდი, არ შეგეხმიანა?
- კი და ამან ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია, წყობიდან გამოვედი და შეურაცხყოფაზე გადავედი, იმდენად მეწყინა. ერთი წლის წინ ჩამოვიდა და ვნახე, მერე ისევ დაიკარგა და წავიდა. კონკურსზე გამოსვლის შემდეგ დამირეკა და ახლა მოუნდა ჩემი ნახვაც და ყველაფერი. ვუთხარი, რომ შანსი არ ჰქონდა. მე უკვე ჩემი ოჯახი მაქვს, სადაც გავიზარდე.




წყარო