
ლარი გამყარდა - ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
- 2015-06-01 12:57:34
- 1291 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ხვალ, 2 ივნისს 1 დოლარი 2.3102 ეღირება, დღეს მოქმედი კურსით 1 დოლარის შეძენა 2.3112-ად იყო შესაძლებელი.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5220 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5349 ლარს შეადგენდა.
წყარო - newposts.ge