ჩაცმულობა ფიგურის შესაბამისად (5 ფოტო)



ფიგურის ტიპი: მსხალი



„მსხლის“ ფიგურის მქონე ქალები ყველაზე ქალურები არიან. მათ გაუმართლათ: ცხიმგროვა სხეულის ქვედა ნაწილშია კონცენტრირებული - თეძოებზე, დუნდულებზე, წელზე და თითქმის არ გვხვდება მკერდზე, მკლავებსა და ზურგზე. როგორც წესი, მუცელი ბრტყელია, წელი - კარგად გამოკვეთილი. სხეულის ქვედა ნაწილი ძვალმსხვილია, ზედა კი - ძვალწვრილი.
„მსხლებს“ ცელულიტისკენ მიდრეკილება აქვთ, შესაძლოა, ისინი სხეულის ზედა ნაწილის სამოსს (კარდიგანი, მაისური, ბლუზა) ერთი ზომით ნაკლებს ატარებნენ, ვიდრე ქვედასას (შარვალი, ქვედაბოლო).
მსხლის ფიგურის მქონე ქალებს ყველაზე მეტად ის სამოსი უხდებათ, რომელიც სხეულის ზედა ნაწილს გამოკვეთს, ქვედას კი (განსაკუთრებით ბარძაყის მიდამოებში) - მალავს. ამ მხრივ მომგებიანია ზემოთ მომდგარი და ქვემოთ გაშვებული კაბების ჩაცმა.
კაბის (ქვედაბოლოს) სიგრძე სასურველია, მუხლს ქვემოთ ან ბოლომდე მაქსი სტილის იყოს, რადგან მსგავსი სილუეტი ფიგურას ვიზუალურად აგრძელებს.
აქცენტი გააკეთეთ სხეულის ზედა ნაწილზე: ატარეთ ყელსაბამები, შარფები, გულსაბნევები.
ქვედა ნაწილი შედარებით მუქ ტონალობაში უნდა იყოს გადაწყვეტილი.





ფიგურის ტიპი: სწორკუთხედი



სწორკუთხედის ტიპის ფიგურის ქალების აქილევსის ქუსლი წელის არქონაა.
ისინი ხშირად არიან მიდრეკილნი სიმსუქნისკენ.
რაც უფრო მეტი წონა აქვს სწორკუთრედის ფიგურის მქონე ქალს, მით უფრო ნაკლები რელიეფი და კუნთია სხეულზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფიგურა კიდევ უფრო სწორკუთხა მოჩანს.
სწორკუთხედებს მხრებისა და თეძოების სიგანე ერთი და იგივე აქვთ. თეძოების მოხაზულობა თითქმის არ შეიმჩნევა, დუნდულები ბრტყელია, მკერდის ფიცარი - ფართო.
ამ ტიპის ფიგურის მთავარი პრობლემა გამოზნექილი მუცელი და წელის გამოუკვეთელობაა.
აარჩიეთ მკვრივი ქსოვილებისგან შეკერილი სწორკუთხა სამოსი.
ყველაზე მეტად მოგიხდებათ კლასიკური, ერთ ტონში გადაწყვეტილი, ასევე სპორტული სტილის ტანსაცმელი. აუცილებლად შეიძინეთ მკვრივი ქსოვილისგან შეკერილი სტრუქტურული, მყარი ფორმის მქონე სამოსი.
დიდ მკერდს ხაზი გაუსვით შესაბამისი ფორმის ბლუზებითა და პერანგებით.
თქვენთვის ზედგამოჭრილია „მზის“, „ნახევარმზის“ ფორმის ქვედაბოლოები.
კარდიგანები და პიჯაკები გრძელი არ უნდა იყოს.
ჩაცმულობით აქცენტი გააკეთეთ მკერდსა და თეძოებზე.
თქვენს გარდერობში არსებული სამოსი ამ ადგილებზე არშიებით, მდიდარი ფაქტურით უნდა იყოს აქცენტრებული. ნუ მოგერიდებათ მხრების მოშიშვლება.
შეგიძლიათ ფერადოვანი კონტრასტი ააგოთ კოსტიუმის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის.
ქალურობას შეგმატებთ აქსესუარები: მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, დახვეწილი ჩანთები, შარფები.
წელზე მომდგარი მოდელები თქვენთვის არაა - შეეცადეთ, არც ქამრებით გაუსვათ ხაზი წელს.





ფიგურის ტიპი: ვაშლი



ქალი „ვაშლები“ მკერდისა და წელის ერთი და იმავე ზომით გამოირჩევიან.
მკერდი საშუალო ზომისაა, მუცელი თვალშისაცემი, წელი არ იკვეთება.
სამაგიეროდ, ამგვარ ქალებს მუდამ დახვეწილი, ჩამოქნილი ფეხები აქვთ. შესაბამისად, ხაზი უნდა გაესვას ფეხებს. და კიდევ: გახსოვდეთ - აქცენტი აუცილებლად უნდა გააკეთოთ სახეზე!
მსგავსი ფიგურის შემთხვევაში, სასურველია ამპირის სტილის კაბების ჩაცმა (მკერდზე მომდგარი და მკერდს ქვემოთ უხვად გაშვებული სტილი), მკერდის ნაწილზე მაქსიმალური აქცენტირებით (სამკაული, სხვადასხვა სახის შემკულობები). ამ შემთხვევაში ამოცანაა, სილუეტის ვიზუალურად დაგრძელება და სხეულის ზედა და ქვედა ნაწილების დაბალანსება.
აუცილებლად იგნორი გაუკეთეთ წელზე აქცენტს - ეს აპრიორი წამგებიან სიტუაციაში ჩაგაყენებთ და ხაზი გაუსვით სხეულის სხვა, გაცილებით მომხიბლავ ნაწილებს - მკერდსა და ფეხებს.
მოერიდეთ წელის არეში ტომარისებურად ასხმულ სამოსს - ეს თქვენს უფორმო წელს ვიზუალურად სულ მთლად უმართავს გახდის.
ატარეთ ფართო შარვლები და ჯინსები, ელასტიკური ქსოვილები, უპიტარესად მუქი ტონები.
უცილობლად მოგიხდებათ V-ს და U-ს ფორმის ამოჭრილგულიანი ზედა სამოსი.




ფიგურის ტიპი: სამკუთხედი



„სამკუთხედის“ ფორმის ფიგურის ქალებს თეძოები და წელი ერთი სიგანის აქვთ.
ფიგურა ბიჭური, ანდროგინული გარეგნობით გამოირჩევა.
როგორც წესი, მხრები მნიშვნელოვნად ფართოა თეძოებზე, სხეულის ზედა ნაწილი მოკლეა ქვედაზე.
თხელი, წერწეტა, გრძელი ფეხები თითქოს „მიკერებულია“ მასიურ სხეულზე. წელიც ცუდადაა გამოკვეთილი. ზედმეტი წონაც სხეულის ზედა ნაწილში - მკლავებზე, ზურგზე, მუცელზეა კონცენტრირებული.
სამკუთხედის ტიპის ფიგურის მქონე ქალებმა უარი უნდა თქვან კოხტაპრუწა კაბებზე.
ასევე, არ არის სასურველი მხრების მოშიშვლება და ზოგადად აქცენტი მხრებზე (მასიური საყელოები, დეკოლტე, ყელის ნავისებური ჭრილი).
ატარეთ ფართო ქამრები.
კატეგორიულად არ მოგიხდებათ ე.წ. ლიპები, რაც თქვენს მხრებს კიდევ უფრო მასიურს გახდის.
ბოლოსკენ ჩავიწროვებული ქვედაბოლო ან შარვალი მხრების მასშტაბურობას გაუსვამს ხაზს და არამომგებიან იერს მოგანიჭებთ.
ერიდეთ ზედმეტად მსუბუქ ქსოვილებს.
სასურველია მამაკაცის სტილისა და თარგის, გეომეტრიული ფორმის სამოსის ტარება, ტრაპეციის ფორმის ქვედაბოლოები.



ფიგურის ტიპი: ქვიშის საათი



ამგვარი ფიგურის ტიპი იდეალურად მიიჩნევა: თეძოებისა და მკერდის ერთი და იგივე მოცულობა, ვიწრო და მკვეთრად გამოხატული წელი. თეძოების მოხაზულობა მომრგვალებულია, მკერდი და დუნდულებიც ასევე.
ეს კლასიკური ქალური ფიგურაა. მისი ნაკლი ადვილი შესანიღბია.
ამ ტიპის ფიგურის მქონე ქალებს უხდებათ ისეთი მოხაზულობის სამოსი, რომელიც რბილად ზის სხეულზე და ხაზს უსვამს მის ფორმას. მაგრამ, ბოროტად ნუ გამოიყენებთ ქამრებს, განსაკუთრებით - ფართო სისქისას.
თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრიკოტაჟის, ელასტიკური, მძიმე და სქელი ქსოვილები.
მოიხდინეთ სწორი ფორმის ქვედაბოლოები, მომდგარი შარვლები, ლეგინსები.



წყარო - funtime.ge