მარიტა როხვაძის დიეტა - როგორ დავიკლოთ 17 კილოგრამი 4 თვეში

გთავაზობთ, დიეტას, რომლის წყალობითაც მომღერალმა ოთხ თვეში ჩვიდმეტი კილო დაიკლო. „ჯეოსტარში" მონაწილეობის პერიოდში იმდენს ვნერვიულობდი, რომ დიეტაზე ფიქრის დროც არ მქონდა. თან, ამ ნერვიულობის ფონზე მგონი, უფრო მეტად გავსუქდი და კონკურსის ბოლო კვირას 81 კილო ვიყავი - ამბობს მარიტა.
მარიტა როხვაძე: ძალიან მიყვარს ცომეული, კალორიული კერძები. ჰოდა, კონკურსის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე, ვთქვი, - ღმერთო ჩემო, რამხელა ვარ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი, - და გადავწყვიტე, დიეტა დამეცვა.
მაშ ასე, როგორია მარიტა როხვაძის დიეტა:
ვჭამ, მაგრამ არა ყველაფერს და ვვარჯიშობ. რაციონიდან ამოვიღე ცომეული, ტკბილეული. მივირთმევდი მოხარშულ, უმარილო, უცხიმო წიწიბურას, მოხარშულ კარტოფილს, ზაფხულში კი მხოლოდ საზამთროსა და ყველს.დავდიოდი, აუზზე, საუნაში და რაც მთავარია, ვვარჯიშობდი, შედეგად კი ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი. და კიდევ, ბევრ სითხეს ვიღებ, რომ არ გამოვიფიტო..." - განაცხადა მარიტამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო