ქალი, რომელმაც ახალშობილი ტყეში დამარხა, ბავშვის დაბრუნებას ითხოვს - ამბის გაგრძელება

ამ სამწუხარო ამბის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო საზოგადოებამ - ახალშობილი ტყის ბილიკზე შემთხვევით გამვლელმა იპოვა. ბავშვის ტირილს მიჰყვა და ფოთლებში ჩამარხული ახალშობილი შერჩა ხელში. პატარა მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, ჭიანჭველებს მისთვის რამდენიმე ადგილას კბენა მოესწროთ, თუმცა ბავშვის მდგომარეობა მაინც დამაკმაყოფილებელი იყო და გადარჩა. შემდეგ მისი შვილად აყვანის მსურველებიც გამოჩნდნენ, ახლა კი ბავშვის დედამ ისურვა ალაპარაკება. როგორც ვიდეოინტერვიუში ამბობს 21 წლის ქალი, მას არ სურდა მშობლებს გაეგოთ მისი ორსულობის შესახებ, რადგან მისივე მტკიცებით, გაუპატიურების შემდეგ დაორსულდა. პირველი შვილი 17 წლისას გაუჩენია და მაშინაც დიდი ამბავი გადახდენია, მეორე ორსულობის გამხელა კი ვეღარ გაბედა. ამბობს, რომ მოულოდნ ელად დაეწყო წყლების დაღვრა და ტყეში იმშობიარა. იქვე დატოვა ბავშვი და ამტკიცებს, რომ იმედი ჰქონდა, მას ვინმე იპოვიდა. არც დაუმარხავს, უბრალოდ "დავდეო".
მერე მალევე მიხვდა თავის საქციელს და როგორც ჰყვება, მიბრუნდა კიდეც ბავშვის წასაყვანად, მაგრამ იმ ადგილას უკვე პოლიცია დახვდა. ახლა კი ითხოვს, პატარა უკან დაუბრუნონ.


იხილეთ  ვიდეო