როგორ ქალს ანიჭებენ უპირატესობას მამაკაცები?


კარგი დიასახლისი...

ეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ დღეს, თანამედროვე ცხოვრებაში. ამასთანავე, შეიძლება მამაკაცმაც ქალს თავი ისე მოაჩვენოს, რომ ამ კრიტერიუმის არსებობა ან არარსებობა მისთვის სულერთია. თუმცა, გახსოვდეთ, თუ საქმე საკვებს ეხება, თქვენ მამაკაცზე უკეთესი შემფასებელი არასდროს გეყოლებათ. მისთვის მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, თუ როგორი მზარეული ხართ, არამედ ისიც, თუ როგორ ახარისხებთ პროდუქტებს, გიყვართ თუ არა სისუფთავე, ზოგადად როგორი დიასახლისი ხართ. ალბათ ყველამ იცის, რომ მამაკაცი დიდ ყურადღებას აქცევს წვრილმანებს, რომლებზეც ხშირ შემთხვევაში თვალს ხუჭავს, თუმცა ეს ძალიან უარყოფითად აისახება მის დამოკიდებულებაზე.
ეცადეთ, რაც შეიძლება კარგი დიასახლისი იყოთ. თქვენი რჩეული ნებისმიერ შემთხვევაში დააფასებს ამას.

საუკეთესო საყვარელი...

ფრაზა: „ყველა გზა კუჭზე გადისო“, ალბათ ყველასთვის გამაღიზიანებელია. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების უმრავლესობა ამას არ ეთანხმება. ეს არც ქალის და არ მამაკაცის ცხოვრების სტილს არ ერგება. თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ კარგი დამოკიდებულების შესანარჩუნებლად მხოლოდ შეუდარებელი დიასახლისობა ვერ დაგეხმარებათ. ყველაფერთან ერთად, თქვენ აუცილებლად უნდა უზრუნველყოთ საუკეთესო ინტიმურ ურთიერთობაც. თქვენ ურთიერთობის დასაწყისში, უნდა განსაზღვროთ თუ რა სტილის მამაკაცებს მიეკუთნება თქვენი რჩეული. თუ მას პირველი ნაბიჯის გადმოდგმა უჭირს და თქვენ ამას გრძნობთ, უბრალოდ ხელი შეუწყვეთ, გამბედაობის მოკრებაში. არავითარ შემთხვევაში არ გამოამჟღავნოთ რიდი ან მსგავსი შეგრძნებები. არ დაიბნეთ, ამით მამაკაცის ყურადღებას ვერ დაიმსახურებთ...

შეუდარებელი მეგობარი...

თუ თქვენ შეძლებთ თქვენივე რჩეულის გულისკენ მიმავალი გზის პოვნას და მის სულიერ სამყაროს ჩაწვდებით, მაშინ მამაკაცი ყურადღებას აუცილებლად მოგაქცევთ. ცხოვრებისეული მეგზურის შერჩევისას, მამაკაცები ქალისგან მეგობრობასა და პატივისცემას იმედოვნებენ. ქალი მხოლოდ კი არ უნდა უსმენდეს მამაკაცს, არამედ ითავისებდეს მის პრობლემებს და გამბედაობას, ცხოვრებისეულ ძალას სძენდეს. ამასთანავე, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მისი ქმედებები უყურადღებოდ. ეცადეთ მაქსიმალური კონტაქტი იქონიოთ მასთან, დაუსვით კითხვები, აგრძნობინეთ რომ მისი ცხოვრების შეცნობა გსურთ. იყავით თქვენი რჩეულის მოკავშირე და არა ოპონენტი. გარკვულ ეტაპზე კი, მამაკაცი მიხვდება, რომ მეტად დამოკიდებულია თქვენს რჩევებზე. იმასაც გააანალიზებს, რომ მისი ისე არავის ესმის, როგორც თქვენ.

ნამდვილი ქალბატონი...

თუ გსურთ, რომ მამაკაცისგან არა მხოლოდ ყურადღება, არამედ მისგან შედარებით სერიოზული ურთიერთობა დაიმსახუროთ, მაშინ თქვენ არასდროს არ უნდა ითამაშოთ მის წინაშე. არ მოატყუოთ, არ ეცადოთ მის გაბითურებას, იგი ყოველთვის იგრძნობს ამას. იყავით ქალური, ნაზი, ყურადღებიანი და მომხიბვლელი. არ ეცადოთ დაუმტკიცოთ მამაკაცს, რომ თქვენ ძლიერი ხართ. არავითარ შემთვევაში არ დაიწყოთ მამაკაცთან ურთიერთობა ტყუილით, არ ააგოთ თქვენი მომავალი სიცრუეზე. უბრალოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში დაიტანჯებით და გამუდმებულ შიშში მოგიწევთ არსებობა.