დაკარგული 8 წლის გოგონა, გარდაცვლილი იპოვეს

ზაპოროჟიეში 8 წლის გოგონა, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციის განყოფილების პრესსამსახური ავრცელებს.
სამართალდამცავების განცხადებით, ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
გოგონას დაკარგვის შესახებ პოლიციაში განცხადება მისმა დედამ 11 ივნისს შეიტანა მისი თქმით გოგონა პარკში სეირნობდა, რის შემდეგაც დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ გოგონა მანქანაში საქმიანი ჩაცმულობის საშუალო ასაკის მამაკაცმა ჩაისვა, რის შემდეგაც მანქანამ ტერიტორია დატოვა. ზოგიერთი უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მამაკაცი უკვე დაკავებულია.