როგორ იწყებოდა სტიქია თბილისში - გზაზე შევარდნილი წყალი და განწირული მგზავრების ყვირილი



"ფეისბუკზე" მომხმარებელი რამაზ ჩხიკვაძე ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც ასახულია როგორ იწყებოდა სტიქია თბილისში.

13 ივნისის ღამეს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ვერე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე შევარდა, რამაც მანქანები დატბორა და გზიდან გადაყარა. წყლით აივსო ზოოპარკისა და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია.