
დიდხანს ებრძოდნენ სტიქიას. დიდხანს არ გაუშვეს ერთმანეთს ხელი...
- 2015-06-15 18:44:49
- 3058 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

”გუშინ მდინარე ვერემ ახალგაზრდა გოგონა ქმარს ხელიდან გამოსტაცა...", "ივლიტა ჯიბუტს, რომელიც მდინარემ გაიტაცა, კვლავ ეძებენ'', - არაერთი მსგავსი სათაურის მქონე სტატიას გადააწყდებით.
მე მინდა მოგიყვეთ ერთი ლამაზი გოგონას ისტორია... ისტორია, რომელიც თითოეული დაკარგული ადამიანის უკან დგას.
ალბათ დედამიწაზე თუ არსებობენ ანგელოზები - ივლიტა ნამდვილად ასეთია.
21-ე საუკუნეში ვერ შეხვდებით მის მსგავსს (მე პირადად არ ვიცნობ) -- გულუბრყვილო, ბავშვური, ნაზი, მოკრძალებული, წმინდა და წრფელი გულით, სხვებზე ზრუნვით აღსავსე, თბილი და კეთილი.
სტიქიის ღამეს მეგობართან ერთად გამოცდისთვის მეცადინეობდა.
ორი უნიჭიერესი, უჭკვიანესი გოგო უნივერსიტეტის დამთავრებისთვის ემზადებოდა. პრეზიდენტის არაერთგზის სტიპენდიანტები ნათელი მომავლისთვის იბრძოდნენ. ივლიტა გახარებული იყო, წარმატებით გაიარა გასაუბრება - სამსახურს იწყებდა, სრულდებოდა რემონტი ახალ სახლში, სადაც მის საყვარელ მეუღლესთან ერთად უნდა გადასულიყო...
თუმცა, უეცრად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
მარტო აღმოჩნდნენ სტიქიის წინაშე. ვერც ჭიშკარი გააღეს, რომელიც შლამმა ჩახერგა, ვერც სახლის უკან არსებულ კლდეზე აძვრნენ. დახმარების მოლოდინში სახლის სახურავს შეეფარნენ. ამაოდ ელოდნენ დახმარებას 45 წუთის განმავლობაში.
იდგნენ უკუნ სიბნელეში, შიშით და იმედით სავსენი.
წაიკითხეთ სრულად