მომღერალი ჟანა ფრისკე გარდაიცვალა

ჟანა ფრისკეს თავის ტვინის სიმსივნე ქონდა და ბოლო ორი წლის განმავლობში ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა შეერთებულ შტატებში.
რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჟანა ფრისკეს თავის ტვინის სიმსივნე ქონდა და ბოლო ორი წლის განმავლობში ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა შეერთებულ შტატებში. ბოლოს ის გარეგნულად საგრძნობლად შეიცვალა. ინფორმაციას მომღერლის გარდაცვალების შესახებ მისი მამა ვლადიმირ ფრისკე ავრცელებს.
ჯანა ფრისკე თავდაპირველად პოპ-ჯგუფის „ბლესტიაშიეს“ მხატვრული ხელმძღვანელი, შემდეგ კი სოლისტი იყო. 2003 წელს კი ფრისკემ სოლოკარიერის გაკეთება გადაწყვიტა. ის სამსახიობო კარიერითაც დაკავდა და მონაწილეობდა ფილმში „ღამის გუშაგი“. ჯანა ფრისკე რუსეთის ფედერაციაში და მის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.