"მზიურში" ნაპოვნი დაღუპული გოგონა ივლიტა ჯიბუტი აღმოჩნდა

"მზიურში" ნაპოვნი გოგონას ცხედრის პროზექტურაში გადასვენების შემდეგ მისი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტი აღმოჩნდა, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში მაშველები და მოხალისეები უშედეგოდ ეძებდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 წლის ივლიტა ჯიბუტი გაიტაცა. იგი მეუღლესთან და ახლობელ გოგონასთან ერთად ვერეს ხეობაში ცხოვრობდა.

მდინარის ადიდების დროს ივლიტა მეუღლესთან და მეგობართან ერთად თავის გადასარჩენად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. მისი მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.