
"საშინელება ხდება მათ ოჯახში, დედ-მამას აზრი არ ეკითხება"
- 2015-06-16 11:24:40
- 2348 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"ლიზამაც და ინდირამაც თავისით მიაღწიეს ყველაფერს. ყოველთვის კარგად სწავლობდნენ, ხობშიც სანიმუშო მოსწავლეები იყვნენ და უნივერსიტეტშიც, სადაც სახელმწიფო გრანტების მოპოვება შეძლეს.
"გოგონებს უმცროსი ძმა ჰყავთ – 12 წლის. მისი სახე რომ დავინახე, ლამის გავგიჟდი..."
მეგობარის მონაყოლით, სტიქიისას გაუჩინარებული ინდირა და ლიზა ზარანდიები ბოლოს ინდირას შეყვარებულმა ნახა, რომელიც მათთან ერთად იყო ტაქსში. როგორც ირკვევა, გოგონებმა ის დადიანის ქუჩაზე დატოვეს და გზა ნუცუბიძისკენ გააგრძელს.
22 წლის ინდირა "მზიურის" ტერიტორიაზე, გარდაცვლილი იპოვეს, 25 წლის ლიზას, 27 წლის სერგო კაპანაძე და ტაქსის მძღოლს, ვისი მანქანითაც გადაადგილდებოდნენ, ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა, სტიქიის ღამესვე დაიწყეს დაკარგულების ძებნა, მაშინ ჯერ კიდევ ყველას იმედი ჰქონდა, რომ გოგონებს ცოცხლებს იპოვნიდნენ, თუმცა რაც დრო გადიოდა, იმედიც ქრებოდა... ლიზას ჯერ არ უპოვნიათ, იმედი ჯერ კიდევ ბჟუტავს, იქნებ...
ნიკა, ლიზასა და ინდირას ბავშვობის მეგობარი: წაიკითხეთ სრულად