"შე, მაგარო ბიჭო, გიყურებ და ცრემლებით მევსება თვალები..."

სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელზეც სტიქიის შედეგებთან მებრძოლი ყავარჯნიანი ბიჭია დაფიქსირებული. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა."შე" მაგარო ბიჭო... არ ვიცი ვინ ხარ, სად ცხოვრობ, რას საქმიანობ... ირტყამ თუ არა "მუშტს" სუფრაზე სამშობლოს დღეგრძელობისას... არ ვიცი, დაგირგია თუ არა ხე, მოგივლია თუ არა ცხოველებისთვის... არ ვიცი შენ შესახებ არაფერი, მაგრამ შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო შენზე... "შე" მაგარო ბიჭო, გიყურებ და ცრემლებით მევსება თვალები, ისეთი ძლიერი ხარ და ისეთი ადამიანური ძნელია, შენ მიმართ მადლიერება და სიყვარული არ გამოვხატო... მადლობა ყველაფრისათვის, ყოველი ნაბიჯისათვის... შენმდგომარებაში მყოფ ადამიანებს აქეთ "უვლიან" შენ კი... შენ კი... ადექი და გამოხვედი ყავარჯნებით, სამშობლოს მოსავლელად, იცი რა მაგარი ბიჭი ხარ? შენ გგონია, რომ ვალი მოიხადე სამშობლოს წინაშე?.. შენ გგონია, ეს წესია და არაფერი განსაკუთრებული არ ჩაგიდენია?.. მაგრამ ცდები... შენ მართლა, ვაჟკაცობის და პატრიოტობის მაგალითი ხარ, შენ დამანახე, თუ მოვინდომეთ უფალი ყოველთვის მოგვცემს ძალას რაღაც კარგის გასაკეთებლად... შენ დამანახე, როგორი უნდა იყოს მამაკაცი და მის ლექსიკონში არ უნდა არსებობდეს არ "შემიძლია"... ნამდვილ ვაჟკაცებს ყველაფერი შეუძლიათ... და შენ მაგალითი ხარ... მაგალითი ჯერ ადამიანობის და შემდეგ პატრიოტობის... მადლობა ,უფალმა სიკეთით გადაგიხადოს... და თუ სადმე შემთხვევით შემხვდი, აუცილებლად მოვალ და გეტყვი: "შე" მაგარო ბიჭო..." - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.


წყარო