"მინდა ეს ამბავი მოვყვე: ტაქსში ჩავჯექი თუ არა..."

"ტაქსის მძღოლების თემაზე არაერთი სტატუსი წავიკითხე ამ დღეებში და მინდა ეს ამბავი მოვყვე: ტაქსში ჩავჯექი თუ არა მძღოლმა ჩემდა გასაკვირად რეალური ფასი მითხრა, რამაც უკვე იმოქმედა იმაზე, რომ ამ ადამიანს ჩემზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

„საშინელება მოხდა შვილო, დაზაფრული ვარ ამ ყველაფრით, მაგრამ იცი რა მაძლიერებს, აი, ახალგაზრდებს რომ ვუყურებ ასე ერთი იდეით გაერთიანებულებს და ხალხს ეხმარებიან“, - მეუბნება მძღოლი.

- იცით, თურმე ამ ახალგაზრდებს ზოგიერთი ტაქსის მძღოლი მომსახურებაზე უარს ეუბნება - ვეუბნები მე.

- რაო?! (მოტრიალდა)

- დიახ, ასე ამბობენ...

ამ დროს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩასართველად გამზადებული ახალგაზრდების ჯგუფი დაინახა და მანქანა გააჩერა. გადმოვიდა, მიუახლოვდა მათ, ჯიბიდან რაღაც ამოიღო და ერთ-ერთს მისცა.
მოტრიალდა, მანქანაში ჩაჯდა თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მივხვდი ტელეფონის ნომერი მისცა სადაც ალბათ უანგარო მომსახურებას სთავაზობდა..."

წყარო - mediamall.ge