
ცინცაძის ქუჩაზე მოსახლეობამ ვეფხვის ღრიალის ხმა გაიგო
- 2015-06-17 20:06:04
- 1605 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ცინცაძის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა, სავარაუდოდ, ვეფხვის ღრიალის ხმა გაიგეს.
როგორც „ინფო9“-ს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აცნობა, სავარაუდოდ, ვეფხვის ხმა მთელმა კორპუსმა გაიგო.
ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს სამაშველო სამსახურისა და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ჯგუფები.
რამდენიმესაათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, მათ ტერიტორია დატოვეს.
წყარო - info9.ge