„ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

„არის კიდევ რამე რაც უნდა ვიცოდეთ , რომ კიდევ ერთი გარდაცვალების შესახებ არ გავიგოთ“?! - კითხულობს ნანუკა ჟორჟოლიანი და სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.



ნანუკა ჟორჟოლიანი: „ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ, ვინც აგრესიას აფრქვევთ ჩვენზე, იმ ადამიანებზე რომლებიც ცხოველების არა დახოცვას, არამედ დაძინებას ვითხოვდით.

ხალხი ითხოვდა დააძინეთო. განსაკუთრებული აქცენტი იყო შუმბაზე, რომელზეც ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იღებდა რომ საშიში არ იყო.

უკაცრავად, ვერ წარმოვიდგინეთ რომ ჯანელიძე, რომელსაც ამ დღეებში ჩვენი უსაფრთხოების დაცვა ევალება, მშვიდი ტონით გვეტყოდა რომ მტაცებელ ცხოველს თურმე არც კი ეძებენ, მაშინ როდესაც ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა გუშინ საღამოს განცხადება, სადაც წერია რომ დაკარგულია ზოლიანი აფთარი, ვეფხვი და დათვი.

პრემიერ მინისტრმა, ნარმანიამ თქვეს რომ მტაცებელი ცხოველები ქუჩაში აღარ არიან. მესმის, რომ პანიკის დათესვა არ უნდათ, მაგრამ არის ინფორმაცია რომელიც საზოგადოებას აუცილებლად უნდა მიაწოდო.

განსაკუთრებით მაშინ როდესაც ასობით სტუდენტი დგას ქუჩაში და ქალაქს ალაგებს საკუთარი ხელებით.

პრობლემა ის კი არ ყოფილა თურმე, რომ ჯანელიძე მტაცებელ ცხოველს აღარ ეძებდა, პრობლემა ყოფილა მტაცებელი ცხოველის "საქციელი" რომელიც სამი დღეა მშიერი თბილისის ქუჩებში დასეირნობს.

აპატიეთ ვეფხვს, გვაპატიეთ ჩვენ და ახლა დაუსვით კითხვა მათ ვისაც უნდა დაუსვათ, არის კიდევ რამე რაც უნდა ვიცოდეთ , რომ კიდევ ერთი გარდაცვალების შესახებ არ გავიგოთ“!