
ნინო წიკლაური- გოგონა, რომელმაც ფეისბუქში აჟიოტაჟი გამოიწვია
- 2015-06-18 18:46:11
- 2391 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

- მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა გაუნათლებელი მიწოდა, გადავწყვიტე ეს სტატუსი მიანც დამეწერა. ძალიან ბევრი ადამიანი მეპატიჟებოდა "კაზანტიპზე", მაგრამ შინაგადან არ მინდოდა და არ წავედი. სტატუსი დავწერე იმიტომ, რომ მსგავსი რამ საქართელოში აღარ განმეორდეს.
- რატომ ეწინააღმდეგებოდით საქართველოში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარებას?
- საკმაოდ ბევრი სასულიერო პირი მყავს ოჯახში. იმ პერიოდში იყო მარიამობის მარხვა. თუ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ზუსტად ჩვენ არ უნდა გაგვეკეთებინა. პირდაპირ გეტყვი, რომ ეს იყო უფლის შეურაცხყოფა. ბიბლიაში რაც წერია, არ გააკეთო, ის გავაკეთეთ ღვთისმშობლის მიწაზე.
- თქვენ ქრისტიანული წესების სრული დაცვით ცხოვრობთ?
- ამ კითხვას ველოდი. როგორც პატარა ბავშვი იზრდება, ისე ადამიანის ზრდაც არასდროს სრულდება. შეიძლება 10 წლის წინ ტუჩი დავიბერე, მაგრამ დღეს არ ვიზამდი მაგას. შეიძლება 10 წლის წინ სიგარეტს ვეწეოდი, მაგრამ ახლა აღარ ვეწევი. შეიძლება 10 წლის წინ ალკოჰოლს ვსვამდი, მაგრამ ახლა აღარ ვსვამ. მე ვცდილობ რომ ყოველ წელს ცოდვები ნელ-ნელა მოვიხსნა.
- კომენტარებს რომ გადავხედე თქვენს სტატუსზე, ბევრმა აღნიშნა, რომ ეს ყურადღების მიქცევის მიზნით გააკეთეთ.
- საკმაოდ კარგად მიცნობს ბევრი თქვენი კოლეგა და კარგად იციან, როგორ ვმუშაობ ჩემს პიარზე. გასაპიარებელი ნამდვილად არაფერი მჭირს. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრი დავწერე.
- რას ეტყვით მათ, ვინც ასე ძალიან გაგაკრიტიკათ?
- მიჩვეული ვარ და კრიტიკას ავიტან. უფალმა მიუტევოს. ვინც ცილი დამწამა, გადაიკითხოს, რამხელა ცოდვაა ცილისწამება. აქვე გეტყვით, რომ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ იმ ოჯახების მიმართ, ვინც სტიქიით დაზარალდა. ვიზიარებ ყველა გარდაცვლილი ოჯახის მწუხარებას.
მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
წყარო - mediamall.ge