15-წლიანი ექსპედიციის დასასრული - ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილს ინდოეთიდან დააბრუნებენ

15-წლიანი ექსპედიციის დასასრული - სავარაუდოდ, სექტემბერში ინდოეთიდან საქართველოში ქეთევან დედოფლის ნეშტის ერთი ფრაგმენტი დაბრუნდება.

ეს არის მარჯვენა ხელის ძვლის ნაწილი, რომელსაც 9 წლის წინ დაგრასის მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე სარკოფაგში მიაგნეს. ქალაქ გოადან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ქართული ექსპედიციის ხელმძღვანელს დღეს ლიზა ციციშვილი შეხვდა. 


წყარო -  1tv.ge