იდეა, რომელსაც ათასობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია

გზაზე დიდი სატვირთო მანქანების გადასწრება საკმაოდ სახიფათოა, განსაკუთრებით, თუ ორმხრივი მოძრაობისას გზის ერთ ხაზზე მხოლოდ ერთი მანქანა ეტევა. ამ დროს თითქმის შეუძლებელია დაინახო რა ხდება ნელა მოძრავი, გრძელი სატვირთო მანქანის წინ. შესაბამისად მათი გადასწრება ყოველთვის დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

პრობლემის მარტივად გადაჭრის გზა "SAMSUNG"-მა გამონახა. კომპანიამ წარმოადგინა თავისი "უსაფრთხო სატვირთო მანქანები", ახალი სისტემით.

სატვირთო მანქანის წინ კამერებია მიმაგრებული, რომლებიც მის წინ მოძრაობას პარალელურად გადასცემენ უკან დამონტაჟებულ ოთხ ეკრანზე. სატვირთოს უკან მოძრავ ნებისმიერ მანქანას შეეძლება დაინახოს, რა ხდება მის წინ მიმავალი უზარმაზარი მანქანის წინ.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გავრცელდება ახალი ტექნოლოგია მსოფლიოში.

იხილეთ ვიდეო: გზაზე დიდი სატვირთო მანქანების გადასწრება საკმაოდ სახიფათოა, განსაკუთრებით, თუ ორმხრივი მოძრაობისას გზის ერთ ხაზზე მხოლოდ ერთი მანქანა ეტევა. ამ დროს თითქმის შეუძლებელია დაინახო რა ხდება ნელა მოძრავი, გრძელი სატვირთო მანქანის წინ. შესაბამისად მათი გადასწრება ყოველთვის დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

პრობლემის მარტივად გადაჭრის გზა "SAMSUNG"-მა გამონახა. კომპანიამ წარმოადგინა თავისი "უსაფრთხო სატვირთო მანქანები", ახალი სისტემით.

სატვირთო მანქანის წინ კამერებია მიმაგრებული, რომლებიც მის წინ მოძრაობას პარალელურად გადასცემენ უკან დამონტაჟებულ ოთხ ეკრანზე. სატვირთოს უკან მოძრავ ნებისმიერ მანქანას შეეძლება დაინახოს, რა ხდება მის წინ მიმავალი უზარმაზარი მანქანის წინ.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გავრცელდება ახალი ტექნოლოგია მსოფლიოში.


წყარო - პრესა.ჯი