როგორ მოვიშოროთ ცელულიტი: 6 ნაბიჯი იდეალურ სხეულამდე


"ოჰ, ეს ცელულიტი!" - ხშირად გაისმის ქალებისგან ეს ფრაზა. ალბათ ბევრი თქვენგანი კმაყოფილია სხეულის ფორმებით, მაგრამ ცელულიტი ყველანაირ განწყობას გიფუჭებთ. ჩვენ გვაქვს ორი სიახლე, რომელიც ბევრმა არ იცის:

1. ცელულიტი არ აწუხებთ მხოლოდ ჭარბწონიანებს;

2. რომ გავთავისუფლდეთ ცელულიტისგან, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში არ არის საკმარისი.

თუ გსურთ იდეალური სხეული გქონდეთ, წაიკითხეთ ყურადღებით:

1. ყველაზე მთავარია — განწყობა!

სამწუხაროდ ეს წესი უმეტესობამ იცის, მაგრამ ცოტა თუ იყენებს. თუ გსურთ, რომ ცელულიტი მოშორდეს თქვენს სხეულს ერთხელ და სამუდამოდ - ხშირად წარმოიდგინეთ თქვენი სხეული ისეთი, როგორიც გსურთ, რომ გქონდეთ. ასეთ ფიქრებს ნამდვილად აქვს შედეგი;

2. არ დაკარგო არც ერთი დღე

იმის შემდეგ, რაც წარმოიდგენთ თქვენს კანს გლუვსა და ხავერდოვანს, ამოქმედდით მიზნის მისაღწევად. მცირე ძალისხმევა, რომელიც ყოველდღიური იქნება, "ჩავარდნის" გარეშე, საბოლოოდ დიდ შედეგს გამოიღებს.

3. მასაჟი და სკრაბის გამოყენება თქვენი სილამაზის საიდუმლოა!

ანტიცელულიტური მასაჟი — მთელი ხელოვნებაა, მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ თავად სცადოთ. სხვათაშორის ეს იმაზე ეფექტურია, ვიდრე წარმოგიდგენიათ! დაიმასაჟეთ პრობლემური ადგილები 10-15 წთ. აბაზანის მიღების დროს. საუკეთესო ეფექტისათვის კი გამოიყენეთ სკრაბი, ყავის ნალექი ან ზღვის მარილი;

4. არ დაიზაროთ წყლის დალევა

ალბათ იცით, რომ წყალი ჩვენი საუკეთესო მეგობარი და მშველელია, რადგან ის წმენდს ორგანიზმს მავნე ტოქსინებისგან და ნარჩენებისგან, ასუფთავებს ნაწლავებს, შიმშილის გრძნობას კლავს... რაც იმის მანიშნებელია, რომ არ უნდა დავიზაროთ წყლის მიღება. ამასთან ერთად თუ საკმარისი რაოდენობის სითხეს არ მიიღებთ, ვარჯიშსაც კი ჩალის ფასი აქვს.

5. შეხვევა სინამდვილეში ძალიან ეფექტურია

არანაკლებ ეფექტურია პოლიეთილენით შეხვევა. ამისათვის, აიღეთ 20 მლ. ბაზური ზეთი, დაუმატეთ ეთერზეთის 3 წვეთი (შეგიძლიათ კოსმეტიკური თიხაც შეურიოთ) და კარგად წაისვით პრობლემურ ადგილზე. შემდეგ კი ჯერ პოლიეთილენი შემოიხვიეთ, შემდეგ თბილი პლედი ან პირსახოცი. პროცედურა 1 საათიანია და მისი დასრულების შემდეგ ზეთი უნდა ჩამოიბანოთ.

6. გჯეროდეს შენი თავის!

თუ ცელულიტთან ერთად ჭარბი წონაც გაწუხებთ, მაშინ დიდი დრო დაუთმეთ ფიზიკურ დატვირთვას. კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ და შეარჩიეთ თქვენთვის შესაბამისი დიეტა. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ.

სამწუხაროდ ცელულიტისგან დაზღვეული არავინაა, იმ შემთხვევაშიც კი თუ 40 კგ-ს იწონით. დაიზღვიეთ თავი და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. თუ მოგეწონათ გაუზიარეთ მეგობრებსაც.

წარმატებას გისურვებთ! 


წყარო - presa.ge