შვილის მიერ დედის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ჭავჭავაძის #29-ში მცხოვრებლები შვილის მიერ დედის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ყვებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე მყოფმა ნანა ბურჯანაძემ განუცხადა , დაჭრილი თავად საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნახა და პირველადი დახმარებაც იქ აღმოუჩინა.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილს სავარაუდოდ, უფროს შვილთან შეკამათება მოუვიდა.
"დაჭრილს სამი შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი 4 წლის. სწორედ უმცროსი შვილისგან ვიცი, რომ უფროს შვილს მოუვიდა შეკამათება დედასთან და ყელში დაჭრა", - განაცხადა ნანა ბურჯანაძემ.

წაიკითხეთ  სრულად