„მე ვიცი, რომ შენ მომკალი!“ - 3 წლის ბავშვმა თავისი მკვლელი იპოვა

3 წლის ბავშვმა ახალ ცხოვრებაში საკუთარი მკვლელის პოვნა შეძლო... ასეთი რამ თურმე მართლა შეიძლება მოხდეს.
ბავშვი, რომლის ისტორიასაც მოგითხრობთ, სირიასა და ისრაელს შორის დაიბადა (კონფლიქტურ ზონაში). იგი 3 წლისაა. თავის ასაკთან შედარებით კარგად ლაპარაკობს და გადმოსცემს საკუთარ აზრებს.
მისი მშობლები შოკში იყვნენ, როდესაც ბავშვმა მათ უამბო თავისი წარსული ცხოვრების დეტალები. ხშირად ესიზმრებოდა ერთი და იგივე კოშმარული სიზმარი, სადაც მას კლავდნენ ნაჯახის თავში ჩარტყმით. თავიდან მშობლები არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას შვილის ნაამბობს, მაგრამ იმდენად რეალისტურად აღწერდა ყველაფერს, რომ გადაწყვიტეს, თავიანთი დასახლების უხუცესებისათვის ეამბნათ.
მონაყოლმა დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია რეგიონის უხუცესებში, რომლებსაც სულის ჩასახლების სწამთ. მათი შეხედულებით, თანდაყოლილი ხალები თუ ლაქები წინა ცხოვრების გარკვეულ მინიშნებებზე მიუთითებენ. პატარა ბიჭს თანდაყოლილი ლაქა თავის მიდამოებში ჰქონდა. ეს ფაქტი მათთვის იყო უტყუარი დასტური იმისა, რომ ბავშვის მონათხრობი დაეჯერებინათ.


წყაიკითხეთ  სრულად