"მას მინდა რომ იცნობდეთ და ესალმებოდეთ, როცა გვერდს გაუვლით"

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ასაკოვანი მამაკაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თბილისში სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს უნაწილებდა:

"მას მინდა რომ იცნობდეთ და ესალმებოდეთ, როცა ჭავჭავაძეზე თბილისის მარშუტების ახალ სადგურთან გვერდს გაუვლით.

როდესაც ამ ადამიანის ცრემლები დავინახე, მივხვდი, თუ როგორ უნდოდა თუნდაც 50 თეთრი შემოეწირა ჩვენთვის. რაც უფრო უმძაფრდებოდა სურვილი, მით უფრო მატულობდა ცრემლის ნაკადი უპეებში. შემდეგ ერთმა ქალბატონმა მისგან მისივე ხელით გაკეთებული ნაკეთობა შეიძინა და თვალებანთებული მოხუცი ჩვენსკენ გამოეშურა, ძლივს გაყიდულ ნივთში აღებული ფული სრულად გადმოგვცა და დაგვლოცა. თბილისელმა, ძალიან მაგარმა

ადამიანმა, რომელიც თბილისში ბრუნდებოდა ქუთაისიდან, ეს დაინახა, მივიდა და ისევ შეიძინა მისგან ნაკეთობა. ფულიც გადასცა, მაგრამ მოხუცმა ისიც ყულაბაში ჩააგდო.

წაიკითხეთ  სრულად